ლუტფიარ იმანოვი
ლუტფიარ მუსლიმ ოღლუ იმანოვი (აზერ. Lütfiyar Müslüm öğlu İmanov; დ. 17 აპრილი, 1928. სოფ. პეტროპავლოვკა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ — გ. 2008 წლის 21 იანვარი, ბაქო) — საბჭოთა აზერბაიჯანელი ოპერის მომღერალი (დრმატული ტენორი), პედაგოგი. სსრკ-ის სახალხო არტისტი (1977).
ლუტფიარ იმანოვი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 17 აპრილი, 1928[1] |
დაბ. ადგილი | საბირაბადი |
გარდ. თარიღი | 21 იანვარი, 2008 (79 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალუტფიარ მუსლიმ ოღლუ იმანოვი 1928 წლის 17 აპრილს (სხვა ცნობებით 1929 წელს[2]) სოფელ პეტროპავლოვკაში (ამჟამად საბირაბადი, აზერბაიჯანი) დაიბადა.
1957 წელს ზეინალის სახელობის ბაქოს მუსიკალური სასწავლებლის ვოკალური განყოფილება (ვოკლაური განყოფილების გამგის ა. ა. მილოვანოვის კლასი), ხოლო 1968 წელს აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა.
1954 – 1956 წლებში აზერბაიჯანის ტელევიზიისა და რადიოს გუნდის სოლისტი, ხოლო 1956 – 1957 წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის სოლისტი იყო. 1956 – 1959 წლებში აზერბაიჯანის მუსიკალური კომედიის თეატრში მუშაობდა.
1957 წელს ჰქონდა დებიუტი, მოსკოვში უზეირ ჰაჯიბეკოვის ოპერაში „ქოროღლი“ - მთავარი როლი შეასრულა.
1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი იყო.
1965 წელს გადიოდა სტაჟირებას მოსკოვის დიდ თეატარში, 1975 წელს თეატრ „ლა სკალაში“ (მილანი, იტალია).[3]
1968 წლიდან 30-ზე მეტ ოპერაში მთავარი როლით გამოდიოდა.
გამოდიოდა კონცერტებზე, ასრულებდა მსოფლიოს ხალხთა და აზერბაიჯანულ ხალხურ სიმღერებს და სხვ. იყო გასტოლებზე საზღვარგარეთ, მათ შორის ირანში, იტალიაში, გერმანიაში, ინდოეთში, კანადაში, აშშ-ში, ჩეხოსლოვაკიაში, თურქეთში, რიგ არაბულ ქვეყნებში. დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით. საბჭოთა პერიოდში ასწავლიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფესორი), 1991 – 1995 წწ. სტამბოლისა და იზმირის საოპერო თეატრებში.[4] 1987 – 1991 წწ. ეკავა აზერბაიჯანის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის თანამდებობა. 1980 და 1985 წლებში არჩეული იყო აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. გარდაიცვალა 2008 წლის 21 იანვარს ბაქოში. დაკრძალულია საპატიო დაკრძალვის ხეივანში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Discogs — 2000.
- ↑ Иманов Лютфияр Муслим оглы // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.
- ↑ Лютфияр Муслим оглы Иманов (некролог). «Бакинский рабочий». № 2. 23 января 2008.
- ↑ Лютфияр Иманов დაარქივებული 2011-07-06 საიტზე Wayback Machine. (на азербайджанском языке). Kinozal.az