ლუსი მილებუ ობიუსონი
ლუსი მილებუ ობიუსონი, ასევე ცნობილია როგორც ლუსი მბუსუ (დ. 25 თებერვალი, 1957) — გაბონელი ოფთალმოლოგი და პოლიტიკოსი. გაბონის სენატის პრეზიდენტი 2015 წლიდან.
ლუსი მილებუ ობიუსონი | |
გაბონის სენატის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 27 თებერვალი, 2015 |
წინამორბედი | როზა როგომბე |
დაბადებული | 25 თებერვალი, 1957 ფუგამუ, გაბონი |
პოლიტიკური პარტია | გაბონის დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | მიშელ მბუსუ |
შვილები | 3 |
ბიოგრაფია
რედაქტირებალუსი მილებუ ობიუსონი დაიბადა 1957 წლის 25 თებერვალს ქალაქ ფუგამუში[1]. იგი არის ფილოსოფიის დოქტორი მედიცინაში. ოფთალმოლოგიას სწავლობდა ექს-მარსელის უნივერსიტეტში, საფრანგეთში[2][3].
ლუსი მილებუ ობიუსონი იყო გაბონში პირველი ოფთალმოლოგი[1]. 1988 წლიდან 2002 წლამდე იყო ლიბრევილში ჟანა ებორის ფონდის მთავარი სამედიცინო ოფიცერი და ომარ ბონგოს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტანტ-პროფესორი[4]. იგი ასევე იყო სამედიცინო კლინიკის დირექტორი და არასამთავრობო ორგანიზაცია „გაბონის სამედიცინო დახმარების“ დამფუძნებელი[3].
ობიუსონი არის გაბონის დემოკრატიული პარტიის წევრი და სენატში აირჩიეს ფუგამუს კომუნიდან 2002 წელს[4]. იგი არის სენატის საგარეო საქმეთა, ფინანსებისა და რეგიონალური დაგეგმარების მუდმივმოქმედი კომისიის წევრი[2][3].
ობიუსონი ასევე მუშაობდა გაბონის სენატორ ქალთა ეროვნული ქსელის პრეზიდენტად[2]. იგი იყო მესამე მოწვევის სენატის ვიცე-პრეზიდენტი და მეოთხე მოწვევის სენატის თავმჯდომარედ აირჩიეს 2015 წელს როზა როგომბეს შემდეგ[4][5][3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Senate Gabon profile დაარქივებული 2018-09-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 GSW Speaker Bios.[მკვდარი ბმული]
- ↑ 2.0 2.1 2.2 Lucie MBOUSSOU , née MILEBOU AUBUSSON , remplace Rose Francine ROGOMBE à la tête du Sénat ! French. Amba Maroc (28 February 2015). ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Lucie Milebou Aubusson, élue sans surprise président du Sénat French. Agence Gabonaise de Presse (27 February 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Infos, Ogooue. (3 March 2015) Gabon : Lucie Milebou-Aubusson élue à la tête du sénat French. Libreville.com. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- ↑ Gabon: Lucie Milebou Aubusson nouveau président du Sénat French. Atlas Info (28 February 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 24 April 2017.