ლუოტო
ლუოტო (ფინ. Luoto; შვედ. Larsmo; შვედურად ცნობილია როგორც ლარსმო) — მუნიციპალიტეტი იაკობშტადის ქვერეგიონში, ფინეთში. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 5 744 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 853.28 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 40.33 ადამიანია 1 კმ²-ზე. ლარსმო ეწოდება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელსაც. მუნიციპალიტეტი ორენოვანია. უმრავლესობის ენა შვედურია, ხოლო უმცირესობის ― ფინური. 2014 წლამდე ლარსმოს ერთადერთი ოფიციალური ენა შვედური იყო. მუნიციპალიტეტი მოიცავს 360 კუნძულისგან და შხერებისგან შემდგარ არქიპელაგს. სანაპირო ხაზის სიგრძე 500 კმ-ია. ფინეთის უდიდესი ხელოვნური მტკნარი ტბა, ლარსმო, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
ლუოტო შვედ. Larsmo ფინ. Luoto | |||
| |||
ქვეყანა | ფინეთი | ||
კოორდინატები | 63°45′00″ ჩ. გ. 22°45′00″ ა. გ. / 63.75000° ჩ. გ. 22.75000° ა. გ. | ||
დაარსდა | 1867 | ||
ფართობი | 142.74 კვადრატული კილომეტრი | ||
ოფიციალური ენა | შვედური ენა[1] [2] და ფინური ენა[2] | ||
მოსახლეობა | 5 843 (31 დეკემბერი, 2023)[3] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||
ოფიციალური საიტი | https://larsmo.fi/ | ||
| |||
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.stat.fi/meta/luokitukset/kunta/001-2012/luokitusavain_ks.html
- ↑ 2.0 2.1 Kuntien ja kielisuhdeluokituksen 2024 välinen luokitusavain, Klassificeringsnyckeln mellan kommuner och språklig indelning år 2024, The correspondence table between municipalities and language distribution in 2024 — Statistics Finland, 2024.
- ↑ Population growth biggest in nearly 70 years — Statistics Finland.