ლუნენბურგი
ლუნენბურგი (ინგლ. Lunenburg) — ქალაქი კანადაში, ახალი შოტლანდიის პროვინციის ლუნენბურგის საგრაფოში. მდებარეობს პროვინციის სამხრეთის სანაპიროს რეგიონში, მაჰონის ყურის დასავლეთით, ნახევარკუნძულზე. ქალაქი დაახლოებით 90 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთითაა დაცილებული ჰალიფაქსის რეგიონული მუნიციპალიტეტის საზღვარს. 2006 წლის მონაცემებით, ლუნენბურგის მოსახლეობა 2 317 ადამიანს შეადგენს.
ძველი ქალაქი ლუნენბურგი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | კანადა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iv, v |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა |
კოორდინატები | 44°22′37″ ჩ. გ. 64°19′08″ დ. გ. / 44.37694° ჩ. გ. 64.31889° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1995 (მე-19 სესია) |
ნომერი | 741 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 741 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1995 წლიდან ქალაქის ისტორიული ნაწილი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ქალაქი გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურითა და სამოქალაქო მონახაზით, რაც ბრიტანეთის კოლონიური დასახლების გეგმარების საუკეთესო მაგალითია მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Town of Lunenburg
- World Heritage site
- Fisheries Museum of the Atlantic დაარქივებული 2007-07-11 საიტზე Wayback Machine.
- Photographs of the Montbeliard monument, Lunenburg
- A Short History of St. John's Anglican Church
- Basil Brownless: The Story of Lunenburg's Most Historic Church: The 250-year history of St. John's Anglican Church. Lunenburg, 2002.
- Municipality of the District of Lunenburg - Things to do in the surrounding area
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: