ლუნდერჰუნდი
ლუნდერჰუნდი (ნორვ. Norsk lundehund) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ნორვეგიაში უძველეს ხანაში.
წარმოშობის ქვეყანა | ნორვეგია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ჩრდილოეთ ნორვეგიაში, ვერეის და რესტის ნახევარკუნძულებზე გამოყვანილ და საუკუნეების განმავლობაში იზოლირებულ ლუნდერჰუნდს სანადიროდ იყენებდნენ. დამოუკიდებელ ჯიშად მხოლოდ 1943 წელს აღიარეს. პატარა და მოხერხებული ლუნდერჰუნდი იმითაა უნიკალური, რომ წინა თათებზე ოთხის ნაცვლად ექვსი თითი აქვს, თითებზე კი განსაკუთრებით დიდი ბალიშებია. სწორედ ამის გამო ინარჩუნებდა ეს ძაღლი წონასწორობას როდესაც კლდოვან ბილიკებზე და ყინულში დადიოდა. კიდევ ერთი უნიკალური თავისებურებაა ყურის გარშემო რბილი ნაკეცი. ეს უჩვეულო ანატომიური თავისებურება საშუალებას აძლევს ყურები ისე დაკეცოს, რომ მასში წყალი არ შევიდეს.
ცოცხალი და გამგებიანი ლუნდერჰუნდი დღესდღეობით კარგი კომპანიონია. ის კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. ადვილად იტანს სიცივეს. ადვილად ეჩვევა ბავშვებს. კარგი მოდარაჯეა. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ნაცრისფერი, თეთრი-ყავისფრით, შავი-თეთრით, შავი. აქვს სქელი ბალანი. აქვს საშუალო ზომის ყურები და ყავისფერი თვალები. ზომიერად დაკუნთული სხეულის უკანა ნაწილი უფრო მოხერხებულობას უზრუნველყოფს, ვიდრე სისწრაფეს.