ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლუი-ჟან-სილვესტრ მაჟორელი, ცნობილი, როგორც ლუი მაჟორელი (26 სექტემბერი, 1859 - 15 იანვარი, 1926) — ფრანგი დეკორატორი და ავეჯის დიზაინერი. იგი ქმნიდა და ამზადებდა საკუთარი დიზაინის ნივთებს ფრანგული ებენისტური ტრადიციების მიხედვით. იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავეჯის დიზაინერი არტ-ნუვოს სტილში და 1901 წლის შემდეგ ემსახურებოდა ხელოვნებას, როგორც ნანსის სკოლის ვიცე-პრეზიდენტი.

ლუი მაჟორელის ბიუსტი ნანსის სკოლის მუზეუმში

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

1861 წელს, მამამისი, აუგუსტ მაჟორელი (1825-1879) იყო ავეჯის დიზაინერი და მწარმოებელი. აუგუსტმა ოჯახი ტულიდან ნანსიში გადაიყვანა საცხოვრებლად. იქ ლუიმ დაამთავრა დაწყებითი სკოლა, სანამ გადავიდოდა პარიზში 1877 წელს იმისთვის, რომ ორი წელი ემუშავა ნატიფი ხელოვნების სკოლაში. როდესაც მან შეიტყო მამამისის გარდაცვალების შესახებ, ცოტა ხნით შეწყვიტა სწავლა და წავიდა ნანსიში, რათა შეენახა მამამისის ნამუშევრები და ქონება. ამან დააკავა იგი ნანსიში მთელი მისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში.1885 წლის 7 აპრილს, მაჟორელმა ცოლად შეირთო მარი ლეონ ჟან კრეცი, ნანსის თეატრების მეპატრონეს ქალიშვილი. მათი ერთადერთი შვილი - ჟაკ მაჟორელი, რომელიც თეატრის მსახიობი გახდა, 1886 წლის 7 მარტს დაიბადა.

ოჯახის ბიზნესის მართვა

რედაქტირება

მაჟორელის ფირმის ფაბრიკის დიზაინის ავტორი იყო ცნობილი არქიტექორი ლუსიენ ვეისენბურგერი (1860-1929). ფაბრიკა მდებარეობდა ვიეი-ეტრის ქუჩის N6-ში, ნანსის დასავლეთ ნაწილში. 1880-1900 წლებში მაჟორლმა გამოუშვა ლუი XV-ეს ავეჯი, ხოლო 1894 წელს დეკორატიულ და ინდუსტრიულ ხელოვნების ექსპოზიციაზე ნანსიში, მათი გამოფენა მოაწყო. 1990 წელს პარიზის გამოფენაში მან წარმატებას მიაღწია და ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით, თავის ფირმას უამრავი დამკვეთი შემატა. 1910 წელს მაჟორელმა გახსნა თავის ფირმის მაღაზიები ნანსიში, პარიზში, ლიონსა და ლილში.

კარიერის ბოლო წლები და I მსოფლიო ომი

რედაქტირება

1914 წელს დაიწყო ომი. მაჟორელი შიშობდა, რომ ომი მისი ბიზნესის შესუსტებას გამოიწვევდა. 1916 წლის 20 ნოემბერს მისი ქარხნები ვიეი-ეტრის ქუჩაზე ომის საბრძოლო ოპერაციის შედეგად ცეცხლს მიეცა. დაიწვა ყველაფერი: დასრულებული და დასასრულებელი ავეჯი, მასალა, ჯილდოები, ინსტრუმენტები და დოკუმენტები. თითქოსდა გამიზნულად, დაზიანებულის საბოლოოდ გასანადგურებლად, ერთი წლის შემდეგ, 1917 წელს გერმანულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს მაჟორელის ქარხნები ნანსიში.

მაჯორელეების ოჯახმა გერმანელ ჯარისკაცებს ასევე მიაწერა ლილის ქარხნების განადგურებაც. მაჟორელი გარდაიცვალა 1926 წელს. მისი სიკვდილის შემდეგ მის ოჯახს, რომელიც ძალიან მძიმედ დაზარალდა ომისგან, ფინანსურად აღარ შეეძლო მაჟორელის ვილაში (აგარაკზე) ცხოვრება. 1931 წელს დაიკეტა მაჯორელის ბოლო ქარხნები. დღესდღეობით მაჟორელის ვილა ეკუთვნის ნანსის. არის ნახაზები, რომლის მიხედვითაც აპირებენ მაჟორელის უნიკალური ნამუშევრების აღდგენა-განახლებას.

მაჟორელის ნამუშევრები გამოჩნდნენ 2008 წლის ფრანგულ ფილმში L'heure d'été-ში, ეს ფილმი 2009 წელს გამოვიდა აშშ-ში სახელწოდებით - ზაფხულის საათები (Summer Hours).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუი_მაჟორელი“-დან