ლუი გრანჟე (ფრანგ. Louis Granger) — XVII საუკუნის ფრანგი მისიონერი, იეზუიტთა ორდენის წევრი. იგი 1614 წელს, ოდიშის მთავარ ლევან II დადიანის თხოვნით და სტამბოლში საფრანგეთის ელჩ აშილ არლე დე სანსის ხელშეწყობით, გამოემგზავრა სამეგრელოში კათოლიკობის გასავრცელებლად. მოგზაურობის ანგარიშში, რომელიც მან 1615 წელს მოქვიდან იეზუიტების ორდენის გენერალს კლავდიო აკვავივას გაუგზავნა, აღწერილია შავიზღვისპირეთის მოსახლეობის ეთნიკური და ენობრივი შემადგენლობა სტამბოლიდან გურიამდე, გურიისა და ოდიშის მთავრებთან შეხვედრები და ამ შეხვედრისას ადგილობრივ საერო და სასულიერო არისტოკრატიასთან წამოჭრილი სასაუბრო თემები (უპირატესად სარწმუნოების საკითხებზე). აღწერილია აგრეთვე შეხვედრა დასავლეთ საქართველოში მყოფ კახეთის მეფე თეიმურაზ I-თან (ავტორის მიხედვით, „თებრიზ-ხანი“).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის: ნამდვილის საბუთების შემოტანითა და განმარტებით XIII საუკუნიდან ვიდრე XX საუკუნემდე / მღვდელი მიქელ თამარაშვილი. ტფილისი, 1902.
  • Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII-XVIII вв. по Кавказу, Тифлис, 1935.
  • Poggi V., Pregiudizio culturale e ricchezza dell'Oriente cristiano. Orientalia Christiana Analecta, Roma, 2000: 421-428.