ლუიზა შაკიაშვილი
ლუიზა შაკიაშვილი (დ. 13 მარტი, 1942, კარდანახი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 1 მარტი, 2012) — ქართველი პოლიტიკოსი, რეჟისორი.
ლუიზა შაკიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 მარტი, 1942 |
დაბადების ადგილი | კარდანახი, გურჯაანის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 1 მარტი, 2012 (69 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | რეჟისორი |
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1966–1992 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რეჟისორის თანაშემწე, რეჟისორი. 1983–1985 წლებში პოლიტპატიმარი. 1992–1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მშვიდობა“.