ლუიზა კობალაძე
ლუიზა კობალაძე (დ. 11 ნოემბერი, 1938, ბორჯომი) — ქართველი მომღერალი და ფილოლოგი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1986).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით 1956 წელს.
სწავლის დროს მღეროდა თვითმოქმედების კოლექტივში (ხელმძღვანელი ო. ლოლაშვილი). 1968 წლიდან იყო სახელმწიფო ფილარმონიის ანსამბლ „ივერიის“ სოლისტია. მონაწილეობდა ანსამბლის მუსიკალურ დადგმებში: „ჩხიკვთა ქორწილი“, „არგონავტები“, „ფიროსმანი“. გადაღებულია მუსიკალურ ფილმებში: „სიყვარული, ივერია და...“, „უმცროსი და“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „არგონავტები“.
კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას მეუღლე.