ლუთხუბის ციხის კომპლექსი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლუთხუბის ციხის კომპლექსიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუთხუბში.

კომპლექსი მდებარეობს სოფლის თავზე, ჩრდილოეთით, სამხრეთის ფერდზე, ჩხატურას ხევის ჩრდილოეთით და საორბის წყლის დასავლეთით. მის სამხრეთით მდებარეობს სოფლის სალოცავი, "ადგილის დედა". მაღალტანიანი იფნების კორდში შემორჩენილია ნაკოშკრები, მათ შორის ერთ-ერთი ზურგიანი კოშკია, რომლის გეგმაც ჯერ კიდევ იკითხება. დანარჩენები უსისტემო ქვაყრილების სახითაა ნაგებობეში ჩაქცეული კედლების. მხოლოდ ერთი კოშკია სანახევროდ დარჩენილი აღმოსავლეთ კიდეზე, გეგმით ოთხკუთხაა, ნაშენია სხვადასხვა ზომის სიპი ქვით, წყობა მშრალია, თუმცა ეტყობა გარედან შელესილი იყო კირით. შერჩენილი აქვს სამხრეთი კედლის შუაში, მეორე სართულის დონეზე არქიტრავიანი კარის ღიობი დაჰყურებს ხეობას. ამავე ფასადზე გამოდის ხის კოჭები, ხუთი სართული იკითხება კოჭების მიხედვით. კოშკი ორი სართულის დონეზე ზურგით ფერდშია შეჭრილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 34019