ლუდვიკ სვობოდა
ლუდვიკ სვობოდა (ჩეხ. Ludvík Svoboda; დ. 25 ნოემბერი, 1895, გროზნატინი, ავსტრია-უნგრეთი — გ. 20 სექტემბერი, 1979, პრაღა, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის არმიის გენერალი, ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი 1968-1975 წლებში.
ლუდვიკ სვობოდა | |
ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 მარტი, 1968 – 28 მაისი, 1975 | |
წინამორბედი | ანტონინ ნოვოტნი |
მემკვიდრე | გუსტავ ჰუსაკი |
დაბადებული | 25 ნოემბერი, 1895 გროზნატინი, ავსტრია-უნგრეთი |
გარდაცვლილი | 20 სექტემბერი, 1979 პრაღა, ჩეხოსლოვაკია |
პოლიტიკური პარტია | ჩკპ |
მამა | იან სვობოდა |
დედა | ფრანტიშკა სვობოდოვა |
მეუღლე | ირენა სვობოდოვა |
შვილები | მიროსლავი, ზოია |
დაიბადა ჩეხი გლეხის ოჯახში. 1915 წლიდან სამხედრო სამსახურშია. 1921 წლიდან ჩეხოსლოვაკიის არმიის ოფიცერია. 1945 წლიდან დივიზიის გენერალი. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1948 წლის ჩეხოსლოვაკიის სამხედრო გადატრიალებაში. გადატრიალების შემდეგ აირჩიეს ჩეხოსლოვაკიის პარლამენტში. 1950 წელს გახდა ეროვნული თავდაცვის მინისტრი. 1950 წეელს დაინიშნა ვიცე-პრემიერად. 1951 წლიდან დატოვა ყველა თანამდებობა და დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ გროზნატინში, სადაც მუშაობა დაიწყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში. 1952 წელს დააპატიმრეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ გაათავისუფლეს. 1954 წელს ჩეხოსლოვაკიაში ნიკიტა ხრუშჩოვის ვიზიტისას შეხვდა მას და მალევე დაუბრუნდა სამხედრო კარიერას. 1954-1959 წლებში სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელია.
1968 წელს აირჩიეს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად. მხარს უჭერდა ალექსანდრე დუბჩეკის რეფორმებს. 1968 წელს საბჭოთა ჯარების და ვარშავის პაქტის სხვა ქვეყნების მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის დროს ეწინააღმდეგებოდა „მუშათა და გლეხთა მტავრობას“. 1975 წელს გადადგა და ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს გუსტავ ჰუსაკი.
გარდაიცვალა 1979 წლის 20 სექტეემბერს.