ლუდვიგ II (ბადენის დიდი ჰერცოგი)
ლუდვიგ II (გერმ. Ludwig II., Großherzog von Baden; დ. 1824 წლის 15 აგვისტო — გ. 1858 წლის 22 იანვარი) — ბადენის დიდი ჰერცოგი 1852—56 წლებში, რომელიც ფსიქიკურად დაავადების გამო არ მართავდა სახელმწიფოს. ძალაუფლება მინიჭებული ჰქონდა მის ძმას, ფრიდრიხ I-ს.
ლუდვიგ II | |
---|---|
Ludwig II., Großherzog von Baden | |
ლუდვიგი დედასთან და და-ძმებთან ერთად | |
ბადენის დიდი ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1852 |
მმართ. დასასრული: | 1856 |
წინამორბედი: | ლეოპოლდ ფონ ბადენი |
მემკვიდრე: | ფრიდრიხ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1824 წლის 15 აგვისტო |
დაბ. ადგილი: | კარლსრუე, ბადენი |
გარდ. თარიღი: | 1858 წლის 22 იანვარი |
გარდ. ადგილი: | კარლსრუე, ბადენი |
დინასტია: | ცერინგენები |
მამა: | ლეოპოლდ ფონ ბადენი |
დედა: | სოფია შვედი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალუდვიგი იყო ბადენის დიდი ჰერცოგის, ლეოპოლდისა და სოფია შვედის შვილი.
1852 წლის 24 აპრილიდან ლუდვიგი ბადენის დიდი ჰერცოგის ტიტულს ატარებდა, თუმცა როგორც სულით ავადმყოფი, მართვისუნარიანად არ ითვლებოდა. ამიტომ მან სახელმწიფო საქმიანობები თავის ძმას, ფრიდრიხს გადააბარა, რომელმაც უკვე 1856 წელს ბადენის დიდი ჰერცოგის ტიტული მიიღო.
ლუდვიგ II ფონ ბადენი იყო ქალაქ კარლსრუეს საპატიო მოქალაქე. გარდაიცვალა 33 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Hans Leopold Zollner: „Der Großherzog, der nie regierte“, in: Evangelische Kirchenzeitung für Baden, 1983, Seite 10(გერმანული)
- Hermann Oncken: Großherzog Friedrich I. von Baden und die deutsche Politik von 1854—1871: Briefwechsel, Denkschriften, Tagebücher. 2 Bände. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt, 1927.(გერმანული)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლუდვიგ II, ბადენის დიდი ჰერცოგი საიტზე «Stadtwiki Karlsruhe»(გერმანული)
- ლიტერატურა ლუდვიგ II ფონ ბადენის შესახებ, ბადენ-ვიურტემბერგის ბიბლიოთეკის საიტზე[მკვდარი ბმული](გერმანული)