ლუბოვ ჰოლოტა
ლუბოვ ჰოლოტა (დ. 31 დეკემბერი, 1949, კრივი-რიჰი) — უკრაინელი მწერალი. პავლო მოვჩანის მეუღლე. უკრაინის ტარას შემჩენკოს სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატი (2008). უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი (1977). ვლადიმერ მაიაკოვსკი სახელობის სრულიად საკავშირო პრემიის (1982) და ვოლოდიმირ სოსიურას ლიტერატურული პრემიის (2001) ლაურეატი. 1972 წელს დაამთავრა დნეპროპეტროვსკის უნივერსიტეტი. ჟურნალისტად მუშაობდა პერიოდულ გამოცემებში, დნეპროპეტროვსკის საოლქო ტელერადიოკომიტეტში. 1982–1988 წლებში იყო გამომცემლობა „მოლოდის“ პოეზიის რედაქციის გამგე, 1988–1994 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „უკრაინსკი პისმენიკის“ პოეზიის რედაქციაში, 1994 წელს დააფუძნა და გამოსცემდა ჟურნალ „პიატა პორას“, 1995 წლიდან იყო გაზეთ „სლოვო პროსვიტის“ მთავარი რედაქტორი (ყველა — კიევში). იბეჭდება 1964 წლიდან. ავტორია პოეტური კრებულებისა „სტეპში დაბადებული“ (დნეპროპეტროვსკი, 1976), „გაზაფხულის ბუნიობა“ (კიევი, 1978), „ცხვირისატეხელა“ (დნეპროპეტროვსკი, 1980), „ფანჯრები“ (1983), „ქალები და ფრინველები“ (1985), „სარკეები“ (1988), „კაცის ხმაზე“ (1999), „დროით დასხივებული“ (2001; ყველა — კიევში); მას ეკუთვნის ასევე პუბლიცისტური წიგნი „შექმნა“ (კიევი, 2006); რომანი „ეპიზოდური მეხსიერება“ („კიივსკა რუს“, 2007, №3). ლუბოვ ჰოლოტას პროზაული ნაწარმოებები გამოქვეყნებულია კოლექტიურ კრებულებში „მოთხობა-86“ (კიევი, 1986), „მოთხრობა-87“ (კიევი, 1987), იბეჭდება პერიოდიკაში. გამოცემულია რიგი საბავშვო პოეტური წიგნები.[1]
ლუბოვ ჰოლოტა | |
---|---|
უკრ. Любов Голота | |
დაბადების თარიღი | 31 დეკემბერი, 1949 (74 წლის) |
დაბადების ადგილი | კრივი-რიჰი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, პოეტი და მწერალი |
მოქალაქეობა |
სსრკ უკრაინა |
ალმა-მატერი | ოლეს ჰონჩარის სახელობის დნიპროს ეროვნული უნივერსიტეტი |
ჯილდოები | უკრაინის კულტურის დამსახურებული მუშაკი და შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემია |
მეუღლე | პავლო მოვჩანი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Павловська, В. П.. Голота Любов Василівна. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2016). ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2023