ლოცვა ბობისათვის (ფილმი)

ლოცვა ბობისათვის — 2009 წლის ამერიკული სატელევიზიო ფილმი, გადაღებული ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიას ბობი გრიფიტის, ახალგაზრდა გეის შესახებ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„ლოცვა ბობისათვის“
ჟანრი დრამატული
დამდგმელი რეჟისორი რასელ მალკეი
პროდიუსერი დენიელ სლადეკი, კრის ტააფი, დევიდ პერმუტი, სტენლი ბრუკსი, დემიენ განჩევსკი
სცენარის ავტორი კეტი ფორდი
ნაწარმოები ლოცვა ბობისათვის
— ლეროი აარონსი
როლებში სიგურნი უივერი
ჰენრი შერნი
მუსიკა კრისტოფერ უარდი
მონტაჟი ვიქტორ დუ ბუა
სტუდია Lifetime Television
გამოსვლის თარიღი 24 იანვარი, 2009
ხანგრძლივობა 89 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილი დედა, მერი გრიფიტი სახლიდან გააგდებს შვილს, ბობის, მას შემდეგ რაც გაიგებს რომ ის ჰომოსექსუალია. ბობი თავს იკლავს. მერი გრიფიტი მიხვდება, რომ მან შვილს სიყვარული დააკლო. ის ლგბტ უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება