ლოტკინის მემორიალი
ლოტკინის მემორიალი — მონუმენტი საქართველოში, რომელიც აგებულია შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილის აღსანიშნავად. მასზე მუშაობდნენ ნოდარ ჯობაძე და ალექსანდრე ბაქრაძე.
აქ დაგეგმილი იყო კეთილმოწყობილი პარკის მშენებლობა. შესასვლელში პატარა ქვებისაგან კორიდორი უნდა გაკეთებულიყო და ამ ქვებზე ამოტვიფრული იქნებოდა საქართველოში სახელოვანი ადამიანების, მეფეების და ა.შ. სახელები და გვარები. მემორიალის მიმდებარე ტერიტორია კარიბჭით უნდა დაწყებულიყო, მთავარ ნაწილს მაღალი კორპუსი ეწოდა, ხოლო გზას რომელიც ნაგებობამდე მიდის ჟამთა გზა. ზემოთ ხსენებული კორიდორიც ზუსტად ჟამთა გზაზეა.
ტერიტორიის დიდ ნაწილზე კი მუზეუმი იქნებოდა. ნაგებობის შუაში უნდა ყოფილიყო ვეფხისტყაოსნის გიგანტური ასლი, რომელიც შუშაში იქნებოდა მოთავსებული. მის კედლებზე კი უნდა ყოფილიყო სხვადასხვა ენებზე ნათარგმნი მცირე ზომის ვეფხისტყაოსანის ასლები.
მაგრამ ამ გეგმიდან მხოლოდ მემორიალის მთავარი ნაწილის, მაღალი კორპუსის აშენება მოესწრო. მშენებლობას კი მაშინ გამოცემულმა ბრძანებულებამ შეუშალა ხელი, რომელიც მემორიალების და მონუმენტების აშენებას კრძალვდა.
ამჟამად, მონუმენტზე გამართულია სხვადასხვა სირთულის საცოცი ბილიკი, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაბამისი აღჭურვილობით შეუძლია ცოცვა და შესაბამისი სირთულის ბილიკის დაძლევა. [საჭიროებს წყაროს მითითებას]
გალერეა
რედაქტირება-
ნოდარ ჯობაძე
-
მემორიალის გეგმა