ლორშის სააბატო (გერმ. Reichsabtei Lorsch) — ყოფილი საიმპერატორო სააბატო გერმანიის ქალაქ ლორშში. წარმოადგენს კაროლინგების იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მონასტერს.

ლორშის მონასტერი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 49°39′13″ ჩ. გ. 8°34′11″ ა. გ. / 49.65361° ჩ. გ. 8.56972° ა. გ. / 49.65361; 8.56972
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 515
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 515
ინგლ.რუს.ფრ.

ბენედიქტური მონასტერი წმინდა პეტრეს სახელობისაა და 764 წელს დაარსდა. შუა საუკუნეების განმავლობაში, ის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო, ფლობდა უდიდეს ბიბლიოთეკას. ეკლესიის დარბაზი რომანული არქიტექტურამდელი უმნიშვნელოვანესი ძეგლია მთელს გერმანიაში და IX საუკუნით თარიღდება. 1991 წელს ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

თანამედროვე კათედრალის ადგილას თავდაპირველად ხის ნაგებობები მდებარეობდა. ეკლესიის მშენებლობა 774 წელს დაიწყო. დროთა განმავლობაში ის სხვადასხვა მფლობელის ხელში გადადიოდა. 1564 წელს მონასტერი დაიშალა, 1621 წელს კი ესპანელთა შემოსევისას დაიწვა.

მონასტერში არაერთი ღირებული დოკუმენტი შეიქმნა. მათ შორისაა სახარებები, კოდექსი და ა. შ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება