ლორო-პარკი
ლორო-პარკი (ესპ. Loro Parque ან თუთიყუშების პარკი) — ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხალხმრავალი (მთელი არსებობის მანძილზე 40 მლნ. ადამიანი) ზოოპარკი. ზოოპარკი მდებარეობს კუნძულ ტენერიფეზე, ქალაქ პუეტრო-დე-ლა-კრუსის მახლობლად.
პარკი დაარსდა 1972 წელს. თავდაპირველად, მისი ფართობი იყო 1,3 ჰექტარი, ხოლო თუთიყუშების კოლექცია შეიცავდა 150 სახეობის თუთიყუშს. დღეისათვის მისი ფართობი 13,5 ჰექტარია და მისი კოლექცია 4 ათასი სახეობის თუთიყუშს მოიცავს. ეს არის მსოფლიოს ზოოპარკთა შორის თუთიყუშების ყველაზე დიდი კოლექცია.
აგრეთვე, ევროპაში ყველაზე ფართო დელფინარიუმი, რომელიც ყოველდღიურად ეწყობა ვეშაპებისა და ზღვის ლომების შოუები. პარკის კოლექციაში შედის სხვადასხვა სახის თევზი, პრიმატები, ფრინველი და ქვეწარმავალი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლორო-პარკი დაარქივებული 2017-03-25 საიტზე Wayback Machine.
- ლორო-პარკი დაარქივებული 2016-01-05 საიტზე Wayback Machine.