ლორის განძივერცხლის მონეტების განძი (2430 ც.), რომელიც აღმოჩენილია ლორის ციხის ნანგრევებთან. მონეტები დაზიანებულია. ლორის განძის 600 მონეტა ბიზანტიურია და სავარაუდოა ტრაპიზონის ასპრების იმიტაციას წარმოადგენდეს. 503 ცალი აღმოსავლური მონეტაა, მათ შორის ჯუჩიდური, ჰულაგუიდური, ჯალაერიდების, თემურლენგისა და მისი მარიონეტების (სიურღათმიშისა და მაჰმუდის), თემურიდების, მამლუქების, ყარა-ყოიუნლუსი, აყ-ჭოიუნლუსი.

ლორის განძში 67 ქართული მონეტა აღმოჩნდა, რომელთა უმრავლესობა მოჭრილია ალექსანდრე I-ის სახელით და დათარიღებულია 1412 (ქორონიკონით 100). რამდენიმე განეკუთვნება გიორგი VII-ს (ან VIII-ს) და კონსტანტინე I-ს (ან II-ს). ლორის განძის ყველაზე გვიანდელი მონეტა მოჭრილია 1426 წელს, ე. ი. განძი ჩაფლულია 1426 წლის შემდეგ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აბდალაძე ა., XV საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიიდან «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1976, № 3;
  • დუნდუა გ., სამონეტო მიმოქცევის საკითხებისათვის XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1964;
  • Пахомов Е. А., Монетные клады Азербайджана и других республик, областей и краев Кавказа, в. 1, Баку, 1926;
  • დუნდუა გ., ქსე, ტ. 6, გვ. 296, თბ., 1983