ლორთქიფანიძეების ციხე

არქიტექტურული ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთში.

ლორთქიფანიძეების ციხეარქიტექტურული ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთში. ციხე აგებულია ფლეთილი ქვითა და კირხსნარით, შედგება ციტადელისა და სამეურნეო ნაწილისგან. ციტადელი, ბორცვის აღმოსავლეთით, შედარებით შემაღლებულ მხარესაა აგებული. ციხის აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია კედლებში ორგანულად შერწყმული, მრგვალი კოშკის ნანგრევი. ნანგრევებში შეინიშნება მშენებლობის ორი შრე. ციტადელის დასავლეთ კედელთან გამართულია ქვიტკირით ნაშენი წყლის რეზერვუარი. სამხრეთით მდებარე მოსახლის ეზოში დღემდე არის შემორჩენილი წყლის მილის მაგისტრალი, რომელიც მიემართებოდა ციხისკენ. ნაგებობა ისტორიულ წარსულში წარმოადგენდა სალორთქიფანიძეოს საკუთრებას, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენიება, როგორც გვაშტიბის ციხე (ვახუშტი ბაგრატიონთან გოსტიბე). ციხე უნახავს გიულდენშტედტს და მოიხსენიებს, როგორც სალორთქიფანიძეო ციხეს. ციხის სამხრეთით, თანამედროვე სახლსა და ციხის კოშკს შორის მოვაკებულ ადგილზე, მოჩანს ძველი საძირკველის ნაშთი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39267