ლონდონის სამეფო ბირჟა
სამეფო ბირჟა ლონდონში 1565 წელს დააარსა სერ ტომას გრეშემმა. იგი ქალაქის სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. გრეშემმა დიზაინი ინათხოვრა ბირჟისგან, რომელიც ანტვერპენში იხილა. მან ლონდონის ბირჟის აგებისთვის საჭირო ყველა ხარჯი თავისი ჯიბიდან დაფარა. ტომასი ლორდ ჩემბერლენს წერდა:
„ვაჭრებს არ შეუძლიათ ბირჟის გარეშე არსებობა, ისევე როგორც ხომალდები ვერ ივლიან ზღვაში წყლის გარეშე.“
|
სამეფო ბირჟა ოფიციალურად გაიხსნა 1571 წლის 23 იანვარს დედოფალ ელისაბედ I-ის მიერ, რომელმაც ბირჟის შენობას სამეფო ტიტული მისცა. ინგლისელებმა გადაიღეს ფლამანდური ვაჭრობის პრაქტიკა და ანტვერპენთან კონკურირება დაიწყეს.