სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომისა (მრავალმნიშვნელოვანი).

ლომისის სალოცავიეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კუწახტაში. დგას შუა სოფელში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია უაფსიდოა, გეგმით თითქმის კვადრატული (4 X 3,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. წყობაში აქა-იქ შირიმიც არის გამოყენებული. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია, სარკმლის ქვემოთ, კედელთან, ტრაპეზი დგას. შიგნით ეკლესია გადახურულია ერთიანი შეისრული კამარით. ეკლესიას ქვიშაქვის ლავგარდანი ჰქონია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება