მიხეილ ლომთაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ლომთაძე მიხეილ)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიხეილ ნუგზარის ძე ლომთაძე (დ. 17 ოქტომბერი, 1975, ბათუმი, საქართველოს სსრ, სსსრ) — ტექნოლოგიური მეწარმე, ინვესტორი,[1] Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი, აქციონერი და Kaspi.kz-ის გამგეობის თავმჯდომარე, გაერთიანებული კომპანია „კოლიოსა. შინი, მარკეტ“-ის აქციონერი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.[2]

მიხეილ ლომთაძე
დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი, 1975 (1975-10-17) (49 წლის)
ბათუმი, საქართველოს სსრ, სსსრ
პროფესია ინვესტიცია
ჯილდოები Medal Halyk Algysy.svg

იკავებს მესამე ადგილს რეიტინგში „ყაზახეთის 50 უმდიდრესი ბიზნესმენი“ Forbes Kazakhstan-ის თანახმად 3 900 მლნ $ ქონებით და[3] მე-10 ადგილს რეიტინგში „ყაზახეთის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენები“.[4] 2021 წელს პირველად მოხვდა Forbes-ის მილიარდერების გლობალურ სიაში და 956-ე ადგილი დაიკავა.[5]

განათლება

რედაქტირება

1997 წელს მიხეილმა მოიპოვა European School of Management-ის (საქართველო) BBA ხარისხი და 2002 წელს მოიპოვა Harvard Business School-ის MBA ხარისხი.[6]

ადრეული კარიერა

რედაქტირება

1995-2000 წწ. — სტუდენტობისას დააარსა თბილისში აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Georgia Consulting Group Audit.[7] 2002 წელს კომპანია გახდა Ernst & Young გლობალური ქსელის ნაწილი.[8][9]

2002-2004 წწ. — საინვესტიციო პროექტების მენეჯერი კომპანიაში Baring Vostok Capital Partners.[10]

2004-2016 წწ. — Baring Vostok Capital Partners კომპანიის პარტნიორი.[11] მართავდა ინვესტიციებს ასეთ კომპანიებში, როგორც ევროპლანი, ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრი და კასპიის ბანკი.[12]

2006 წლის 29 მაისიდან — Kaspi Bank-ის, ყოფილი სს ბანკი „კასპიიისკი“-ს, დირექტორთა საბჭოს წევრი.[13]

2007 წლის 24 ივლისიდან 2018 წლის 20 ნოემბრამდე — Kaspi Bank-ის გამგეობის თავმჯდომარე. 2018 წლიდან — სს Kaspi.kz-ის აქციონერი და გამგეობის თავმჯდომარე.[14]

მიხეილ ლომთაძის ხელმძღვანელობით შექმნილი Kaspi.kz ეკოსისტემა აერთიანებს უამრავი სერვისები ფიზიკური პირებისთვის და საცალო ვაჭრობის ორგანიზაციებისთვის. სტანდარტული საბანკო პროდუქტების (დეპოზიტების, სესხების, გადარიცხვების) გარდა შემოთავაზებულია საქონლის ყიდვა-გაყიდვის ინტერნეტ პლატფორმა და საბანკო მობილური დანართი.[15][16][17] ყაზახური ბიზნეს-პრესის დამკვირვებლების აზრით, Kaspi.kz მიხეილ ლომთაძეს ხელმძღვანელობით არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ყაზახეთში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეორე დონის ყაზახური ბანკების ევოლუციის პროცესში მარკეტფლეისებად გადაქცევაში.[18][19]

2020 წლის 21 თებერვალს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა გამართა შეხვედრა ვიაჩესლავ კიმთან და Kaspi.kz-ის საბჭოს თავმჯდომარესთან მიხაილ ლომთაძესთან, რომლის დროსაც განხილული იყო ციფრული სერვისების განვითარების სტრატეგია, ელექტრონული კომერციის ზრდის პერსპექტივები ყაზახეთში და ასევე კომპანიის გეგმები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. პრეზიდენტმა აღნიშნა Kaspi.kz-ის საქმიანობაში ტექნიკური ინოვაციების დანერგვის მნიშვნელობა.[20][21] ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 26 თებერვალს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მეორე შეხვედრა გამართა Kaspi.kz-ის დამფუძნებლებთან ვიაჩესლავ კიმთან და მიხაილ ლომთაძესთან, რომლის დროსაც იყო სახელმწიფო ორგანოებისა და Kaspi.kz-ის ერთობლივი საქმიანობის პერსპექტიული მიმართულებები, მათ შორის ყაზახეთში უნაღდო ანგარიშსწორებისგანვითარების საკითხებში.[22]

2021 წლის თებერვალში მიხეილ ლომთაძემ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმის „Digital Almaty 2021: ციფრული გადატვირთვა: ნახტომი ახალ რეალობაში“ პლენარულ სესიაზე, რომელზეც პოლიტიკური ლიდერები, მსხვილი IT კომპანიების ხელმძღვანელები და ასევე საერთაშორისო ექსპერტები განიხილეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ციფრული დღის წესრიგი.[23]

სხვა პროექტები

რედაქტირება

2006—2010 წწ. — რუსეთის ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის გამგეობის წევრი.[24][25]

2013 წლის თებერვალში მიხეილ ლომთაძემ ვიაჩესლავ კიმთან ერთად 15 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა ერთობლივი კომპანია „კოლიოსა. შინი, მარკეტ“, რომელშიც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა.[26]

2017 წლის მარტში ვიაჩესლავ კიმმა და მიხეილ ლომთაძემ პროექტს „დავამარცხებთ აუტიზმს“ საჩუქრად გადასცეს კაპიტალური გარემონტებული შენობა 1400 კვადრატული მეტრი ფართობით.[27]

2017 წელს მიხეილ ლომთაძემ 1 მლრდ. რუბლზე მეტი ინვესტიცია მოახდინა მეორადი მანქანების საცალო ქსელში Automama.ru.[28]

2019 წლის მაისში მიხეილ ლომთაძე შეუერთდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მრჩეველთა საბჭოს ცენტრალურ აზიაში, თურქეთში, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში.[29]

ჯილდოები

რედაქტირება

ორდენი „კურმეტი“ (2014 წლის 22 დეკემბერი) — ეკონომიკისა და შიდა საბანკო სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის.[30]

დოსტიკის „ორდენი“ (2021 წლის 13 დეკემბერი) — ყაზახეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.[31]

2018 წლიდან 2021 წლამდე — აღიარებულია ყაზახეთის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად Kazakhstan Growth Forum-ის მიხედვით.[32][33][34]

2019 წლიდან 2021 წლამდე — აღიარებულია ყაზახეთის ბიზნესის საუკეთესო ლიდერად, აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით რესპონდენტებმა დაასახელეს Kaspi.kz-ის გამგეობის თავმჯდომარე ყაზახეთში მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენების ლიდერად მათ აღნიშნეს ისეთი თვისებები, როგორიცაა ადაპტირება, სტრატეგიული ხედვა და მომხმარებელზე ორიენტირება.[35][36][37]

მედალი „Халық алғысы“ (24 ივნისი, 2020) — Covid-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.[38]

2020 წელს პირველად თავის ისტორიაში ჟურნალ Forbes Kazakhstan-ის რედაქტორებმა ერთდროულად გამოაცხადეს ორი მეწარმე - Kaspi.kz-ის დამფუძნებელი ვიაჩესლავ კიმი და კომპანიის გამგეობის თავმჯდომარე მიხაილ ლომთაძე „წლის ბიზნესმენის“ ტიტულის ლაურეატებად.[39]

  1. https://forbes.kz/news/2013/02/13/newsid_18866
  2. https://informburo.kz/novosti/mihaila-lomtadze-naznachili-predsedatelem-pravleniya-holdinga-kaspikz.html
  3. https://forbes.kz/leader/50_bogateyshih_biznesmenov_kazahstana_-_2021_1621273818
  4. https://forbes.kz/leader/50_samyih_vliyatelnyih_biznesmenov_kazahstana_2020_1608495268
  5. https://www.forbes.com/profile/mikhail-lomtadze/?sh=26f3b6d3798e
  6. https://www.bloomberg.com/research/stocks/private/person.asp?personId=9397014&privcapId=689493
  7. http://exclusive.kz/post1187247847.html[მკვდარი ბმული]
  8. http://data.cbonds.info/comments/32713/Europlan_0709_en.pdf
  9. https://www.kommersant.ru/doc/358911
  10. http://www.bvilpcc.com/images/reports/Listing_Document.pdf
  11. https://profile.ru/archive/samoe-vremennoe-pravitelstvo-108179/
  12. https://rb.ru/story/kaspi/
  13. http://m.kase.kz/news/1001203[მკვდარი ბმული]
  14. https://kapital.kz/finance/73838/mihail-lomtadze-stal-krupnym-akcionerom-kaspi-kz-i-kaspi-bank.html
  15. https://kapital.kz/finance/60758/kto-skazal-chto-bank-dolzhen-byt-skuchnym.html
  16. https://forbes.kz/leader/25_krupneyshih_torgovyih_internet-ploschadok_1540206970
  17. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-10. ციტირების თარიღი: 2021-12-08.
  18. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-03. ციტირების თარიღი: 2021-12-08.
  19. https://tengrinews.kz/article/1107/
  20. http://www.akorda.kz/ru/events/akorda_news/meetings_and_receptions/glava-gosudarstva-provel-ryad-vstrech-4
  21. https://informburo.kz/novosti/tokaev-prinyal-rukovodstvo-kaspikz-kim-i-lomtadze-rasskazali-prezidentu-o-podgotovke-k-ipo-102488.html
  22. https://www.kazpravda.kz/news/prezident2/tokaev-i-osnovateli-kaspikz-obsudili-sovmestnuu-deyatelnost-gosorganov-i-kompanii
  23. https://www.gov.kz/memleket/entities/mdai/press/news/details/156720
  24. https://tayga.info/92370
  25. https://www.vedomosti.ru/newspaper/articles/2006/06/27/baring-vostok-priglyanulas-zolotaya-korona
  26. https://azh.kz/ru/news/view/13708
  27. https://forbes.kz/news/2017/04/04/newsid_140090
  28. http://inthepress.ru/press/p416908.html
  29. https://inbusiness.kz/ru/last/mihail-lomtadze-voshel-v-regionalnyj-konsultativnyj-sovet-garvardskoj-biznes-shkoly
  30. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-17. ციტირების თარიღი: 2021-12-08.
  31. https://www.akorda.kz/ru/nakanune-dnya-nezavisimosti-ryadu-kazahstancev-prisuzhdeny-gosudarstvennye-nagrady-11114250
  32. https://kapital.kz/finance/72242/kto-luchshe-vsego-rukovodit-kompaniyami-v-kazahstane.html
  33. https://inbusiness.kz/ru/last/glava-kaspi-kz-mihail-lomtadze-priznan-luchshim-pervym-rukovoditelem-kazahstanskoj-kompanii-2019-country-s-best-ceos
  34. https://kazpravda.kz/news/ekonomika/mihail-lomtadze-i-kaspikz-poluchili-tri-nagradi-na-kazakhstan-growth-forum
  35. https://forbes.kz/leader/mihail_lomtadze_i_umut_shayahmetova_nazvanyi_liderami_otechestvennogo_biznesa/
  36. https://www.pwc.kz/en/publications/ceo-assets/ceo-survey-2020-rus.pdf
  37. https://www.kazpravda.kz/news/tehnologii/mihail-lomtadze-vnov-priznan-luchshim-rukovoditelem-v-kazahstane
  38. https://www.kazpravda.kz/news/obshchestvo/mihail-lomtadze-nagrazhden-medalu-halik-algisi
  39. https://forbes.kz/leader/duumvirat_forbes_kazakhstan_opredelilsya_s_vyiborom_luchshego_biznesmena_2020_goda
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_ლომთაძე“-დან