ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლოკალური სალტე (VESA Local Bus-VLB) — ვიდეოელექტრონიკის სტანდარტების ასოციაციის (Video Eleqtroniks Standart Association - VESA) მიერ დამუშავდა. VESA სალტის შექმნის აუცილებლობა ვიდეომონაცემების გადაცემისთვის EISA სალტის არასაკმარისმა გამტარუნარიანობამ განაპირობა.

VESA ლოკალური სალტე

VESA სალტე წარმოადგენს არა აბსოლუტურად ახალ მოწყობილობას სისტემურ პლატაზე, არამედ EISA სალტის გაფართოებას ვიდეომონაცემების გადაცემისათვის. თუმცა ვიდეოპლატების გარდა სხვა ტიპის (მაგალითად IDE, SCSI ვინჩესტერების და ა.შ) VLB კონტროლერებიც გამოიყენება.

VLB სამაგრები

ინფორმაციის გაცვლა პროცესორსა და VESA (VLB) კონტროლერს შორის პირდაპირ, სისტემური სალტის გვერდის ავლით სრულდება. VESA სალტე 31-ბიტიან სალტეს წარმოადგენს, რომელიც არა EISA სალტის(8,33 მჰც), არამედ პროცესორის სიხშირეზე მუშაობს. თუმცა VLB კონტროლერი 16-თანრიგა ISA სლოტსაც საჭიროებს, რომლის საშუალებითაც იღებს ISA სტანდარტით განსაზღვრულ სამისამართო და მმართველ სიგნალებს. VESA სალტის სპეციფიკაციით განსაზღვულია 40 მჰც სიხშირე, თუმცა იგი უპრობლემოდ მუშაობს 50 მჰც სიხშირის პროცესორებთანაც.

ამჟამაად ISA/MCA/EISA/VESA სალტეები IBM სტანდარტიდან ამოღებულია. თუმცა დღესაც ხდება სისტემური პლატების მცირე რაოდენობის გამოშვება 32-თანრიგა VESA სლოტებით, რაც საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერში 8 და 16-თანრიგა ISA და 32-თანრიგა EISA კონტროლერების დაყენების საშუალებას იძლევა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება