ლოვარდ ტუხაშვილი
ლოვარდ ტუხაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1940) — ქართველი ისტორიკოსი, პოლიტიკოსი.
ლოვარდ ტუხაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 ოქტომბერი, 1940 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1964-1967 წლებში იყო აღნიშნული უნივერსიტეტის ასპირანტი, 1967-1968 წლებში კი იმავე კათედრის უნივერსიტეტის თანამშრომელი, 1968-1973 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის უმცროსი თანამშრომელი. 1989 წლიდან იყო წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და საპრობლემო განყოფილების ხელმძღვანელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).