ლოდების წმინდა გიორგის ეკლესია
ლოდების წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ჩრდილოეთით, 2 კილომეტრზე, ტყის პირას. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, სწორკუთხა საკურთხევლიანი. ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვითა და შირიმით. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლების ზედა ნაწილი მოგვიანებით წვრილი ნატეხი ქვით აღუდგენიათ. ეკლესიის გადახურვა და სამხრეთ კედელი თითქმის მთლიანად დანგრეულია. ჩრდილოეთ კედელი 1 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია შესასვლელის დასავლეთის წირთხლი. აღმოსავლეთის კედლის სამხრეთ ნაწილში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომელსაც გარედან შირიმის თაღი და მარტივი თავსართი აქვს. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია წრიული გალავნის ფრაგმენტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი რ.; ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 410.