გამომცემლობა „ლოგოს პრესი“გამომცემლობა საქართველოში. დაფუძნდა 2000 წელს. მისი დამფუძნებელი და დირექტორია ლაშა ბერაია.

საგამომცემლო პრიორიტეტებია სასკოლო სახელმძღვანელოები, სახელოვნებო გამოცემები და საბავშვო წიგნები. თავდაპირველად ლოგოს პრესი გამოსცემდა მხატვრულ და სამეცნ. ლიტერატურას, სასკოლო სახელმძღვანელოებს. მოგვიანებით მათ შეემატა საბავშვო ლიტერატურა და სასაჩუქრე წიგნები. 2007 წლიდან ლოგოს პრესის გამოცემათა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა საბავშვო წიგნების თანაგამოცემები (უცხოურ გამომცემლობათა წიგნების ქართული თარგმანები). 2005 წელს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის რეფორმის კვალდაკვალ, გამომცემლობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაში. ლოგოს პრესმა საქართველოში პირველმა გამოსცა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები – ე. გომბრიხის „ხელოვნების ამბავი“; ვ. ნაბოკოვის „ლოლიტა“; ი. ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა; ე. ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“; ე. ჰეივუდის „პოლიტიკური იდეოლოგიები“; ო. ჭილაძის „ბედნიერი ტანჯული“; ლ. ვიტგენშტაინის „ფილოსოფიური გამოკვლევები“; ზ. კიკნაძის „ქართული ხალხური ეპოსი“ და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება