ლიხნის განძი (1983)
ლიხნის განძი — ქართული ვერცხლისა და ბიზანტიური ოქროს მონეტების განძი. აღმოჩენილია 1983 წელს საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხნში, შუა საუკუნეების სასახლის კომპლექსის გათხრების დროს. მოთავსებული იყო თიხის კოჭობში. ბიზანტიური მონეტები ჩაღრმავებული ტიპისაა და მოჭრილია იმპერატორების – კონსტანტინე X-ის (1059–67) – 9 ც., მისი მეუღლის, ევდოკიას – 1 ც., რომანოზ IV დიოგენისა (1067–71) – 17 ც. და კონსტანტინე IX მონომახის (1042–55) სახელით – 1 ც. (ვერცხლი) (სულ 28 ც). ყველა მათგანი მოჭრილია კონსტანტინოპოლის ზარაფხანაში. 43 მონეტა ქართულია. მიეკუთვნება ბაგრატ IV-ს (1027–72) – 31 ც. და გიორგი II-ს (1072–89) – 12 ც.
ლიტერატურა
რედაქტირება- დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009;
- ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965;
- Трапш М. М., Труды. т. 1, Сух. 1970;
- Шамба С. М., Монетное обращение на територии Абхазии (V в. до н. э. – XIII в. н. э.), Тб., 1987.