ლიუბომირ პიპკოვი
ლიუბომირ პიპკოვი (ბულგ. Любомир Пипков; დ. 6 სექტემბერი, 1904, ლოვეჩი — გ. 9 მაისი, 1974, სოფია) — ბულგარელი კომპოზიტორი, პედაგოგი, მუსიკის საზოგადო მოღვაწე, ბულგარეთის სრ სახ. არტისტი (1952). სწავლობდა სოფიაში (1919-26), შემდეგ პარიზში პოლ დიუკასთან (1926-32). სოფიაში მუშაობდა საორკესტრო და საგუნდო დირიჟორად. იყო „თანამედროვე მუსიკის“ საზოგადოების (1933 წლიდან) ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1944-48 წლებში სოფიის სახელმწიფო ოპერის დირექტორი, 1947-57 წლებში ბულგარეთის კომპოზიტორთა კავშირის პირველი მდივანი. 1948 წლიდან სახელმწიფო აკადემიის (1954 წლიდან ბულგარეთის სახელმწიფო კონსერვატორია) პროფესორი. ნაწარმოებები: „ორატორია ჩვენს დროებაზე“, მუსიკალური დრამა „ანტიგონე-43“; ოპერები: „იანინას 9 ძმა“ (1937) და „მომჩილი“ (1948); კამერულ-საკრავიერი ანსამბლები, გუნდები, საფორტეპიანო პიესები, კინომუსიკა. დიმიტროვის მუსიკა (1950, 1951, 1952).
ლიუბომირ პიპკოვი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Любомир Пипков |
დაბადების თარიღი |
6 სექტემბერი, 1904 ლოვეჩი |
გარდაცვალების თარიღი |
9 მაისი, 1974 სოფია |
ეროვნება | ბულგარელი |
პროფესია | კომპოზიტორი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 67.