ლიტომიშლი (ჩეხ. Litomyšl; გერმ. Leitomischl) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩეხეთში, პადრუბიცის რეგიონში. ქალაქის ცენტრში მდებარე ციხედარბაზი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ქალაქი
ლიტომიშლი
Litomyšl

ქალაქის ცენტრალური მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
შიდა დაყოფა Kornice[1] , Lány[1] , Litomyšl-Město[1] , Nedošín[1] , Nová Ves u Litomyšle[1] , Pazucha[1] , Pohodlí[1] , Suchá[1] , Zahájí[1] და Záhradí[1]
კოორდინატები 49°52′12″ ჩ. გ. 16°18′46″ ა. გ. / 49.87000° ჩ. გ. 16.31278° ა. გ. / 49.87000; 16.31278
მაიორი Daniel Brýdl
დაარსდა 981
პირველი ხსენება 981
ფართობი 33.45 კმ²
ცენტრის სიმაღლე 330
მოსახლეობა 10 077 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 301 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 030 92 - 570 01
საავტომობილო კოდი SY
ოფიციალური საიტი litomysl.cz/php/index/index.php
ლიტომიშლი — ჩეხეთის რესპუბლიკა
ლიტომიშლი

აღმოსავლეთ ბოჰემიური ქალაქი ლიტომიშლი პირველად XIII საუკუნეში გამოჩნდა, ძველი, გამაგრებული დასახლების ადგილას, რომელიც ბოჰემიისა და მორავიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარეობდა.

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა 1568–1581 წლებში აშენებული მონუმენტური, რენესანსული ციხესიმაგრეა. ციხესიმაგრის ნაგეობებეი რაიმე განსაკუთრებული არქიტექტურული მასახიათებლებით არ გამოირჩევიან, მაგრამ ისტორიულად მიიჩნევა, რომ აქ დაიბადა ჩეხი კომპოზიტორი ბედრჟიხ სმეტანა. ციხესთან მდებარე წაგრძელებული მოედანი ერთ-ერთი უდიდესია მთელს ჩეხეთში. აქ განლაგებულია ქალაქის ცენტრალური დარბაზი და გოტიკურ-რენესანსული სახლების სერია. წარსულში ლიტომიშლი მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი იყო, 1344 წელს აქ ბოჰემიაში მეორე საეპისკოპოსო დაარსდა, რომელმაც არსებობა ჰუსიტური ომების დროს შეწყვიტა. XIX საუკუნეში უდიდეს როლს თამაშობდა ქალაქის გრამატიკული სკოლა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 901
ინგლ.რუს.ფრ.
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.