ლიტერი (ლათ. lit(t)era — ასო-ნიშანი) — ლითონის, პლასტმასის ან ხის სწორკუთხა კვეთის ძელაკი, რომლის ერთ-ერთ წახნაგზე არის ასოს ან ნიშნის რელიეფური გამოსახულება. რელიეფური ანუ ამოზნექილი გამოსახულების დანიშნულებაა ასოებისა და ნიშნების აღწარმოება. პოლიგრაფიული ხერხით ბეჭდვისას ასო-ნიშნის თვალს საღებავით ფარავენ და ქაღალდზე ანაბეჭდს იღებენ. ყველაზე მეტად გავრცელებულია სასტამბო შენადნობისგან ჩამოსხმული ლითონის ლიტერი. ლიტერის ზომას განსაზღვრავს მისი კეგელი (k), სისქე(d) და სიმაღლე(h). ეს უკანასკნელი ყველა ლიტერისთვის მუდმივია.

ლითონის ლიტერის დიაგრამა. a თვალი, b body or shank, c სისქე, 1 მხარი, 2 nick, 3 ჭდე, 4 ფეხი.

ლიტერატურა

რედაქტირება