ლირი გეგა (ალბ. Liri Gega; დ. 1918, გიროკასტრა — გ. 1956, უცნობია) — ალბანელი კომუნისტი, ალბანეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი 1941-1944 წლებში. ალბანეთის სახალხო სოციალისტურ რესპუბლიკაში ხელმძღვანელობდა ქალთა ანტიფაშისტურ მოძრაობას, იყო გენერალ დალი ნდრეუს მეუღლე. გამოდიოდა ხრუშჩოვის დათბობის მომხრედ. ენვერ ხოჯას გადაყენების მცდელობაში მონაწილეობისთვის, იგი დააპატიმრეს და, ორსულობის მიუხედავად, ქმართან ერთად დახვრიტეს.

ლირი გეგა
ალბ. Liri Gega
დაბადების თარიღი 1918
დაბადების ადგილი გიროკასტრა
გარდაცვალების თარიღი 1956
მოქალაქეობა ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკა
 ალბანეთი
განათლება დედა დედოფლის პედაგოგიური ინსტიტუტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ენვერ ხოჯას მდიდარი თანამემამულის ოჯახში 1918 წელს. 1940 წელს დაასრულა დედა-დედოფლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი ტირანაში. დაინტერესდა კომუნისტური შეხედულებებით. იყო კორჩინის კომუნისტური ჯგუფის წევრი ენვერ ხოჯასთან, ნეჯმიე ხოჯასთან და ფიქირეთე შეჰუსთან ერათად[1].

1941 წელს ლირი გეგა შევიდა ალბანეთის კომუნისტურ პარტიაში, რომელსაც 1948 წლიდან ეწოდება ალბანეთის შრომის პარტია. 1944 წლამდე შედიოდა ალბანეთის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს შემადგენლობაში[2]. მონაწილეობდა ალბანეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი არმიიზ პარტიზანულ მოძრაობებში[3].

1944 წლის ნოემბერში კომუნისტური პარტია ხელისუფლების სათავეში მოვიდა. ლირი გეგა აირჩიეს ალბანეთის სახალხო კრების დეპუტატად. შედიოდა რამდენიმე ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში, ხელმძღვანელობდა ქალთა ანტიფაშისტურ მოძრაობას.

ჯერ კიდევ 1948 წლის შემდეგაც კი, როდესაც საბჭოთა – იუგოსლავიის განხეთქილების შედეგად, ენვერ ხოჯას რეჟიმი იუგოსლავიას დაუახლოვდა და რეპრესიების ქარცეცხლში გაახვია ქვეყანა. ლირი გეგა არ მალავდა სიმპათიებს იუგოსლავიელი კომუნისტებისადმი და კავშირებს კოჩი ძოძესა და მის მომხრეებთან.

1946 წელს ლირი გეგა ცოლად გაჰყვა დენერალ დალი ნდრეუს, ქორწინებაში შეეძნათ ქალიშვილი ლადვიე, რომელიც 1948 წელს დაიბადა. მსახურობდა განათლების სისტემის ადმინისტრაციაში.

1950-იანი წლების შუა პერიოდში, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობის შემდეგ ალბანეთის შრომის პარტიაში წარმოიშვა ოპოზიციური მიმდინარეობა[4]. ზოგიერთმა პარტიულმა ფუნქციონერმა დაიწყო საუბარი, ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის ტემპის შენელებისა, მასების ცხოვრების სტანდარტზე მეტი ყურადღების მიქცევის და „პარტიული ცხოვრების დემოკრატიზაციის„ სასარგებლოდ. დაისვა კითხვა „ტიტოვიტების“ რეაბილიტაციის შესახებ. ალბანეთში „ხრუშჩოვის დათბობის“ მთავარი მომხრე იყო შინაგან საქმეთა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ტუკ იაკოვა (ალბანეთის კომპარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი) და ცენტრალური კომიტეტის მდივანი ლირი ბელიშოვა. გენერლები დალი ნდრეუ და პანაიოტ პლაკუ მათთან საიდუმლო პოლიტიკურ კავშირში შევიდნენ[5]. ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდა ასევე ლირი გეგაც.

ენვერ ხოჯასა და მეჰმეტ შეჰუს წინააღმდეგ გამოსვლა დაგეგმილი იყო ტირანას პარტიული ორგანიზაციის კონფერენციაზე 1956 წლის აპრილში,საბჭოთა კავშირის კომპარტიის XX ყრილობიდან ორი თვის შემდეგ. დელეგატების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გადაწყვიტა გენერალ პლაუკისა და ნდრეუს მხარდჭერა. მაგრამ ეს გეგმები ცნობილი გახდა თავდაცვის მინისტრ ბეკირ ბალუკისა და შინაგან საქმეთა მინისტრის კადრი ხაზბიუსათვის, ეს უკანსაკნელი იყო სიგურიმის ხელმძღვანელი. ოპოზიციის გამოსვლები შეჩერდა, 27 დელეგატი დააპატიმრეს, კონფერენცია „იუგოსლავიის შეთქმულება“ გამოაცხადეს[6]. პანაიოტ პლაკუ გაიქცა იუგოსლავიაში, სადაც 1957 წელს მოკლეს სიგურიმის აგენტებმა. ტუკ იაკოვას მიუსაჯეს 20 წლით პატიმრობა და 1959 წელს გარდაიცვალა ციხეში.

ლირი გეგა დააკავეს ქმართან ერთად. ისინი დაადანაშაულეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში. პარტიული მთავრობის დისკრედიტაციასა და იუგოსლავიის დაზვერვასთან ურთიერთობაში.

სასამართლომ მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და დახვრიტეს. ფეხმძიმე ქალის დახვრეტამ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაში აღშფოთება გამოიწვია[7], მალევე ალბანეთიდან გაიწვიეს საბჭოთა კავშირის ელჩი ლეონიდ კრილოვი[8].

თანამედროვე ალბანეთში ლირი გეგა, მიუხედავად თავისი კომუნისტური წარსულისა, ითვლება დიქტატურის წინააღმდეგ მებრძOლად.

  1. 4 misteret e Liri Gegës dhe Dali Ndreut: Si u ekzekutua shtatzënë anëtarja e Byrosë Politike. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2016-09-10.
  2. CIA: KUSH DREJTOI PARTINË KOMUNISTE NË SHQIPËRI NË VITET 1941—1961
  3. HERONJTË LAHEN ME UJË FLORIRI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-21. ციტირების თარიღი: 2020-02-25.
  4. Owen Pearson. Albania as Dictatorship and Democracy. I.B.Tauris & Co Ltd, Albania in the Twentieth Century. 2006. ISBN 9781845111052.
  5. Gruaja e ministrit të arratisur: Pse e eliminoi Enveri Panajot Plakun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-15. ციტირების თარიღი: 2020-02-25.
  6. Panajot Plaku, gjenerali që zbuloi sekretet e Enverit tek gazeta «Borba»
  7. Албания от резни до весны. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-19. ციტირების თარიღი: 2020-02-25.
  8. Албания — страна орлов. (По книге «Чрезвычайный и полномочный человек»). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-16. ციტირების თარიღი: 2020-02-25.