ლიპარიტ აგამირზიანი
ლიპარიტ აგამირზიანი (დ.1916, თბილისი, საქართველო, გ.1980) — ქართველი ინჟინერი, მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი.
ლიპარიტ აგამირზიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1916[1] |
გარდ. თარიღი | 1980[1] |
მოქალაქეობა |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ინჟინერი, მათემატიკოსი და პედაგოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა თბილისში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაწვეული იქნა ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემიაში და 1942-1946 წლებში იმსახურა სხვადასხვა ავიაკომპანიაში თვითმფრინავების ელექტრომოწყობილობის ინჟინრის თანამდებობაზე. 1945 წლიდან მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში თეორიული მექანიკის კათედრის ასისტენტად. 1959 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებაა - რხევათა თეორია, ანკერული საძირკვლების მდგრადობის და გადაადგილების საკითხები. შრომათა დიდი ციკლი მიეძღვნა პლასტიკურობის თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. მის მიერ შემუშებულია რთულ გზაჯვარედინებზე ტრანსპორტის ნაკადის შუქნიშნებით რეგულირების ოპტიმალური რეჟიმის გათვლის დაზუსტებული მეთოდიკა. ავტორია თეორიული მექანიკის სრულის კურსის ლექციათა კონსპექტისა (ოთხ ნაწილად). ტექნიკურ მეციერებათა კანდიდატი - 1948, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი - 1959, პროფესორი - 1960.[2]