ლიონიძეები

ქართული თავადური საგვარეულო.


ლიონიძეები, ლეონიძეები — ქართული თავადური საგვარეულო. თუ იოანე ბატონიშვილის კვლევას დავჯუერებთ, საქართველოში წინათაც არსებობდა ლიონიძეების სხვა საგვარეულო (რომელიც თავს უკავშირებდნენ სომეხ მეფეებს). როდესაც ისინი გაქრნენ, ერეკლე II მათი სამფლობელოები გადასცა თავის მდივანბეგსა და კარისკაცს, სოლომონს; მან და მისმა შთამომავლობამ ვითომცდა მიიღო გვარი მათი გვარი და მამულები. სარწმუნო ცნობებით, ისინი კახელები ანუ ქართული წარმოშობის არიან. დოკუმენტებიდან ცნობილია, რომ ერეკლე II 1779 წლის სიგელით აიყვანა თავადის ხარისხში მდივანბეგი სოლომონ ლიონიძე, სამეფო კარის მღვდილის, ანდრია ლიონიძის შვილი. 1786 წლის 25 სექტემბერს მეფე ერეკლეს სიგელში იგი ასევე თავადად იყო დასახელებული. ეს ოჯახი მოიხსენიება 1783 წ. გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებულ კახეთის თავადთა ნუსხაში. 1825 წლის 20 სექტემბერს, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს უმაღლესი გადაწყვეტილებით, ივანე და ალექსანდრე სოლომონის ძე ლიონიძეები დაამტკიცეს თავადებად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. გვარი რუსიფიცირებული იყო. (რუს. Лионидзевы/Леонидзевы — „ლიონიძევი/ლეონიძევი“). გვარის ფორმა ლ ე ო ნ ი ძ ე გვიანდელია - მისი დამკვიდრება მოხდა XIX საუკუნის მიწურულში; ერთხანს ის ძველი ფორმის პარალელურად იხმარებოდა, ხოლო შემდეგ ია მარუშიძის (ზ. ჭიჭინაძის) მონოგრაფიული ნარკვევი - „სოლომონ ლეონიძე, მსაჯული მეფე ერეკლესი და საქართველოს რუსეთთან შეერთების მომზადების წვლილნი“ — ფართოდ ავრცელებს ამ ახალ ფორმას ჩვენში. სოლომონი იყო შვილი თელავის კარის დეკანოზის ანდრია ლიონიძისა. ლიონიძეებს არ ჰქონდათ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში უმაღლესი გადაწყვეტილებით დამტკიცებული გერბი, თუმცა ცნობილია მათი საგვარეულო გერბების ორი ვარიანტი.

ლიონიძეები
პერიოდი XVIII საუკუნიდან
ტიტული თავადი, კარისკაცი, მდივანბეგი
წარმოშობის ადგილი კახეთი
ქვეშევრდომობა ქართლ-კახეთის სამეფო, რუსეთის იმპერია

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Князья Лионидзе // Думин С. В., Чиковани Ю. К.. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 160–161.