ლინეამენტი (ლათ. lineamentum — ხაზი, კონტური) — რელიეფისა და ლანდშაფტის სწორხაზოვანი ელემენტები, რომლებიც, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია დედამიწის ქერქის ნაპრალებსა და რღვევებთან.

ლინეამენტებია : კონტინენტის სწორხაზოვანი ნაპირი, სწორხაზოვანი ხეობა, სრუტე, ვულკანთა მწკრივი და სხვ.

ლინეამენტური ანალიზი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს ტერიტორიის სიღრმული აგებულების შესასწავლად.

ლიტერატურა

რედაქტირება