ლინა მედინა
ლინა ვანესა მედინა (ესპ. Lina Vanessa Medina; დ. 23 სექტემბერი ან 27 სექტემბერი 1933, უანკაველიკი, პერუ) — ყველაზე ახალგაზრდა დედა მედიცინის ისტორიაში, რომელსაც ბავშვი ეყოლა 5 წლის, 7 თვის და 17 დღისას.
ლინა მედინა ესპ. Lina Medina | |
---|---|
დაბადების თარიღი |
27 სექტემბერი 1933 უანკაველიკი პერუ |
გარდაცვალების თარიღი | პერუ |
მოქალაქეობა | პერუ |
მეუღლე(ები) | რაულ ხურადო |
შვილ(ებ)ი |
2 ვაჟი
|
მშობლები |
მამა: ჩიბურელო მედინა[1] დედა: ვიქტორია ლოზეა |
არსებობს გარკვეული საპირისპირო მონაცემი ლინა მედინის ზუსტი დაბადების თარიღთან დაკავშირებით. ხოლო დაბადების ადგილად სახელდება ანტაკანჩა, პაურანფა ან ტიკრაპო, თუმცა, ყველა ეს ქალაქი განლაგებულია უანკაველიკის რეგიონში.
ბავშვის დაბადება
რედაქტირებალინა მშობლებმა საავადმყოფოში მიიყვანეს მუცლის გაზრდის გამო ხუთი წლის ასაკში. თავდაპირველად, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ექიმებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ გოგონა იყო შვიდი თვის ფეხმძიმე. დოქტორმა გერარდო ლოზადამ გოგონა წაიყვანა პერუს დედაქალაქ ლიმაში, შემდგომი გამოკვლევებისთვის, რათა ორსულობა დაედასტურებინა. ნახევარი თვის შემდეგ, 1939 წლის 14 მაისს, ლინას შეეძინა ბიჭი საკეისრო კვეთით, რომელსაც მენჯის განუვითარებლობის გამო მიმართეს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Elgar Brown (for Chicago Evening American). "American scientists await U.S. visit of youngest mother: Peruvian girl and baby will be exhibited, " San Antonio Light, July 11, 1939, page 2A.