ლიმფოციტები

(გადამისამართდა გვერდიდან ლიმფოციტი)

ლიმფოციტებისისხლის უფერო უჯრედების, ლეიკოციტების უმარცვლო სახესხვაობის — აგრანულოციტების ერთ-ერთი ფორმა. ლიმფოციტები მომრგვალო, 4,5-18 მკმ დიამეტრიანი უჯრედებია, რომელთაც აქვთ დიდი, მკვრივი, მრგვალი ბირთვი, მცირე რაოდენობის ბაზოფილური, ორგანოიდებით ღარიბი ციტოპლაზმა, სადაც არასოდეს არ არის სპეციფიკური მარცვლები.

ლიმფოციტი

ლიმფოციტები მთელი ლეიკოციტების 20-35%-ს შეადგენენ. მონაწილეობენ ანტისხეულების სინთეზში, აწვდიან საკვებ ნივთიერებებს სხვა უჯრედებს — მონოციტებს, მაკროფაგებს, ფიბრობლასტებს.

ლიმფოციტების 90-95%-ს შეადგენენ პატარა ლიმფოციტები, დანარჩენს კი საშუალო და დიდი ლიმფოციტები. პატარა ლიმფოციტებს შორის რამდენიმე სახის უჯრედებია, რომელთა ნაწილს შეიძლება ჰქონდეს სხვა ლიმფოციტად, და, საერთოდ, სისხლის ყველა უჯრედებად, აგრეთვე შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებად დიფერენცირების უნარი. ლიმფოციტები უმთავრეს როლს თამაშობენ იმუნოლოგიურ პროცესებში, სხვა უჯრედებს აწვდიან საკვებ და პლასტიკურ ნივთიერებებს. ლიმფოციტები წარმოიქმნებიან თავდაპირველად ძვლის წითელ ტვინში, საიდანაც გადადიან მკერდუკანა ჯირკვალში, შემდეგ კი ლიმფურ ორგანოებში, სადაც ინტენსიურად მრავლდებიან.

ლიტერატურა

რედაქტირება