ლილოს დასახლება
ლილოს დასახლება — უბანი თბილისში, სამგორის რაიონში. მდებარეობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, აეროპორტის დასახლების შემდეგ.
უბანს სახელი ეწოდა ისტორიული სოფლის ლილოს მიხედვით (პირველად იხსენიება XVII საუკუნის წყაროებში). საქალაქო განაშენიანება აქ 1950-იან წლებში დაიწყო და ჩამოყალიბდა სამრეწველო რაიონად. თანამედროვე ლილოს აქვს ორი მიკრორაიონი. მეორე მიკრორაიონი მოიცავს ოთხ კვარტალს (I, II, IV, V). ქალაქის დანარჩენ ნაწილს უკავშირდება მიწისზედა მუნიციპალური ტრანსპორტით. უბნის ტერიტორიაზე მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო-კომერციული ცენტრი „ლილო მოლი“, სხვადასხვა მცირე და საშუალო ზომის საწარმო, სასაწყობე მეურნეობები. ფუნქციონირებს ორი საჯარო სკოლა, ერთი საბავშვო ბაღი, პოლიკლინიკა, პოლიციის განყოფილება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 105, ISBN 978-99928-20-35-3.