ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლიკორტიძვ. წ. III - ძვ. წ. II საუკუნეების ბერძენი პოლიტიკური მოღვაწე, ცნობილი ისტორიკოსის პოლიბიუსის მამა. ლიკორტი ოთხჯერ ასრულებდა აქაიის კავშირის სტრატეგის თანამდებობას.

ლიკორტის პოლიტიკური კარიერა ცნობილია ძვ. წ. 192 წლიდან, როდესაც იგი როგორც მოკავშირეთა ჰიპარქი წარმატებით იბრძოდა სპარტის ტირანის ნაბისის წინააღმდეგ.

სამი წლის შემდეგ იგი თავის პოლიტიკურ მეთოქესთან დიონისიუსთან ერთად გაგზავნილი იყო რომში აქაიის კავშირსა და სპარტას შორის კონფლიქტის გადასაჭრელად. ამ დროს უკვე გამოიკვეთა ლიკორტის ლტოლვა რომისგან დამოუკიდებლად წარემართა პოლიტიკა. ძვ. წ. 187 წელს იგი ხელმძღვანელობდა აქაიელთა ელჩობას ალექსანდრიაში. ელჩობის მიზანი იყო აღედგინათ სამხედრო კავშირი ეგიპრის მეფესთან პტოლომეუს Vსთან. ამ ელჩობამ წარმატებით ჩაიარა.

ძვ. წ. 182 წელს ლიკორტი გახდა სტრატეგი, მან დაიმორჩილა მესენია და შემოუერთა იგი აქაიის კავშირს. იმავე წელს მან სპარტაც შემოუერთა კავშირს, რისთვისაც დაიმსახურა ქანდაკება აკლეპსის ტაძარში.

ძვ. წ. 180 წელს ლიკორტი და მისი ვაჟი პოლიბიუსი ეგვიპტეში ელჩებად იყვნენ დანიშნულნი. თუმცა გამგზავრება ვერ შეძლეს მეფე პტოლომეუსის სიკვდილის გამო. იმავე წელს ლიკორტი მეოთხედ გახდა სტრატეგი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პოლიბიუსიისტორია, სანკპეტერბურგი 2005, მეორე გამოცემა. ტიჟკოვი. ა. ი.-ს შესავალი, პოლიბიუსის ბიოგრაფია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიკორტი“-დან