ლითაგორის ეკლესია
ლითაგორის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო არტანში ნასოფლარ ყვარის ჩრდილო-დასავლეთით, 2 კილომეტრზე, ლითაგორის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. ეკლესიის სამხრეთი კედელი და აღმოსავლეთი კედლის ნახევარი თითქმის მთლიანად დანგრეულია, ხოლო დანარჩენი კედლები ნაწილობრივღაა შემორჩენილი. ჩამონგრეულია კამარა და კონქი. სარკმელს გადახურვა და წირთხლები ჩამოშლილი აქვს. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში პატარა სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის სამხრეთით, 5 მეტრზე, კოშკის ნანგრევებია.
ეკლესიას და კოშკს შემოვლებული აქვს ნატეხი ქვით ნაგები, თითქმის წრიული მოხაზულობის გალავანი, რომელსაც კედლები 0,5 მეტრის სიმაღლეზეა აქვს შემორჩენილი. გალავნის სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია სწორკუთხა შესასვლელი, რომელსაც დიდი ზომის ქვა ხურავს. გალავნის გარეთ ნაგებობათა ნაშთებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 383.