ლიზა ფონსაგრივსი
ლიზა ფონსაგრივსი (ინგლ. Lisa Fonssagrives; შვედ. Lisa Fonssagrives; დ. 17 მაისი, 1911 — გ. 4 თებერვალი, 1992) დაბადებული ლიზა ბირგიტა ბერნსტოუნი — შვედი მოდელი. მსოფლიოში ცნობილია როგორც პირველი სუპერმოდელი. ბავშვობაში სწავლობდა ფერწერას. ემზადებოდა ცეკვაში ბერლინში. შვედეთში დაბრუნების შემდეგ გახსნა ცეკვის სკოლა. პარიზში გაიცნო ფოტოგრაფი ფერნანდ ფონსაგრივსი, რომელმაც გაუხსნა მას გზა სამოდელო ბიზნესისაკენ. მალე ვოგმაც გამოაქვეყნა მისი სურათები. 1935 წელს იქორწინა ფერნანდ ფონსაგრივსზე. 1950 წელს ისინი დაშორდნენ და ლიზა მეორედ იმავე წელს უკვე ფოტოგრაფ ირვინგ პენს გაჰყვა ცოლად. ჰყავდა ორი შვილი. გარდაიცვალა 80 წლის ასაკში ნიუ-იორკში.
ლიზა ფონსაგრივსი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 მაისი, 1911 |
დაბ. ადგილი | ვესტრა-გეტალანდი, შვედეთი |
გარდ. თარიღი | 4 თებერვალი, 1992 |
სიმაღლე | 170 სმ |
ეროვნება | შვედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- Seidner, David (ed): Lisa Fonssagrives: Three Decades of Classic Fashion Photography, New York: Vendome Press, 1996, ISBN 0-86565-978-8