ლიზა ანდერსონი
ლიზა ანდერსონი (ინგლ. Lisa Anderson, დ. 16 ოქტომბერი, 1950) — ამერიკელი პოლიტოლოგი. კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის (ინგლ. American University in Cairo - AUC ) ყოფილი პრეზიდენტი.
ლიზა ანდერსონი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 16 ოქტომბერი, 1950 (74 წლის) |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | პოლიტოლოგი |
მუშაობის ადგილი | ჰარვარდის უნივერსიტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კოლუმბიის უნივერსიტეტი, Sarah Lawrence College, ტაფტსის უნივერსიტეტი და The Fletcher School of Law and Diplomacy |
კვლევითი საქმიანობა და კარიერა
რედაქტირებალიზა ანდერსონი, როგორც ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პოლიტიკის ექსპერტი, 2008 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის (AUC) - ის პრორექტორად. 2011 წლიდან 2016 წლამდე იკავებდა ამავე უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანამდებობას. უფრო ადრე ანდერსონი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პოლიტოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი და დირექტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მთავრობისა და სოციალური კვლევის ასისტენტ პროფესორი.[1]
2015 წლის ივნისში ლიზა ანდერსონმა განცხადება გააკეთა კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის ( AUC ) პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის მიერ ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით დაფიქსირდა მისი ხელმძღვანელობით უკმაყოფილების რეიტინგი 97%, რაც ძირითადად უკავშირდებოდა უამრავ საკამათო ფინანსურ გადაწყვეტილებას. რეფერენდუმში 2600-მდე სტუდენტი და თანამშრომელი მონაწილეობდა.
თანამშრომლობა
რედაქტირებალიზა ანდერსონი არის ახლო აღმოსავლეთის შესწავლის ასოცოაციის (MESA) ყოფილი პრეზიდენტი და სოციალურ მეცნიერებათა კვლევების საბჭოს თავმჯდომარე, [1] ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის საბჭოს ყოფილი წევრი. შედიოდა კარნეგის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების ეთიკის მმართველთა საბჭოში. [2] [3] იგი Human Rights Watch- ის საბჭოს საპატიო წევრია, სადაც ადრე იკავებდა Human Rights Watch/Middle East-ის თანათავმჯდომარის პოსტს, ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თანათავმჯდომარე და ახლო აღმოსავლეთის კვლევების მსოფლიო კონგრესის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი. [3] იგი ასევე არის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი. [4]
Განათლება
რედაქტირებალიზა ანდერსონმა დაამთავრა სარა ლოურენსის სახელობის ხელოვნების კოლეჯი და მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი. შემდეგ სწავლა გააგრძელა ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სახელობის სკოლაში, რომლის დასრულების შემდეგ გახდა მაგისტრის ხარისხის მფლობელი სამართალმცოდნეობასა და დიპლომატიაში. [5] 1981 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში კოლუმბიის უნივერსიტეტიდან და ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის სერტიფიკატი. მისი აკადემიური კვლევები ფოკუსირებულია ახლო აღმოსავლეთში სახელმწიფოს ფორმირებაზე, რეჟიმის შეცვლაზე და ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე. [6]
აღიარება
რედაქტირებალიზა ანდერსონმა 2002 წელს მონმუტის უნივერსიტეტიდან [1] მიიღო სამართლის საპატიო დოქტორის წოდება 2013 წლის შემოდგომაზე იგი ეწვია ბერლინის ამერიკულ აკადემიას რიჩარდ ჰოლბრუკის საპატიო სტუმრის რანგში. [7] 2015 წელს მან მიიღო პარიზის ამერიკული უნივერსიტეტის საპატიო ხარისხი. [8] ლიზა ანდერსონი ასევე არჩეულია ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად. [9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 President Lisa Anderson. The American University in Cairo. ციტირების თარიღი: 2013-11-20.
- ↑ Carnegie Council for Ethics in International Affairs - Carnegie Council for Ethics in International Affairs.
- ↑ 3.0 3.1 President Lisa Anderson. ციტირების თარიღი: 2013-11-20.
- ↑ Lisa Anderson -- Council on Foreign Relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-18. ციტირების თარიღი: 2013-11-20.
- ↑ The Fletcher School: A Graduate School of International Affairs. ციტირების თარიღი: 2019-10-30
- ↑ Lisa Anderson. ციტირების თარიღი: 2013-11-20
- ↑ Lisa Anderson. The American Academy in Berlin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-11-20.
- ↑ Honorary Degree Recipients 2015 - The American University of Paris. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-03. ციტირების თარიღი: 2016-02-04.
- ↑ Press Releases - American Academy of Arts & Sciences.