ლივნური ყველი
ლივნური ყველი — ყველი, რომლის პირველი წარმოება XIX საუკუნეში მოხდა ლივნოს რაიონში (დღ. ბოსნია და ჰერცეგოვინა), გრუიერის ყველის ფრანგული ტექნოლოგიებით წარმოების საფუძველზე. თავდაპირველად, ლივნურ ყველს ცხვრის რძისგან აკეთებდნენ, თუმცა დღესდღეობით მას უკვე ცხვრისა და ძროხის რძის შენარევისგან ამზადებენ. ყველის მომზადების დრო 60-დან 66 დღემდე პერიოდს მოიცავს. ყველი მყარი სტრუქტურისაა, როგორც ყველა დაძველებულ ყველს ოდნავ ცხარე გემო დაჰკრავს. ყველის ამ სახეობას ძირითადად აწარმოებენ კომპანიები Mljekara Livno და Lura Dairy d.o.o. Livno, რომლებიც ყოველწლიურად 500 ტონაზე მეტ ყველს ამზადებენ.
ლივნური ყველი ბოსნ. Livanjski sir/Ливанњски сир | |
---|---|
წარმოშობის ქვეყანა | ბოსნია და ჰერცეგოვინა |
ქალაქი, რეგიონი | ლივნო, ტროპოლიე |
რძე | ძროხის |
პასტერიზებული | არა |
ტექსტურა | მყარი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნაიდა ხუბანიჩი: Percepcija livanjskog sira iz tradicionalne i industrijske potrošnje, Sarajevo, 2010. (ხორვატული)
- როგორ მოვამზადოთ ლივნური ყველი? (ხორვატული)
- Mljekara Livno - ლივნური ყველი დაარქივებული 2014-07-26 საიტზე Wayback Machine. (ხორვატული)
- Livanjski sir Puđa დაარქივებული 2014-08-08 საიტზე Wayback Machine. (ხორვატული)
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |