ლივანურა თეთრი
ლივანურა თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აჭარიდან.
როგორც სახელწოდებიდან ჩანს, იგი აჭარაში ოდესღაც საქართველოს ისტორიული რეგიონიდან, ლივანიდან უნდა იყოს შეტანილი.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მცირედ ოვალური ან მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. ყვავილი მდედრობითია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის, ზოგჯერ ახასიათებს განტოტვა, თხელია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალოზე მსხვილია, ოვალური, ღია მწვანე, მზის მხრიდან მოყვითალო-ქარვისფერი. საკმაოდ სქელი კანი ცვილისებრი ფიფქით მცირედაა დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანი აქვს. გემო სასიამოვნო-ტკბილი.
ლივანურა თეთრი საშუალოზე ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 245 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 130 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.5 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო, აგრეიივე გამოიყენება სასუფრე ყურძნად. დაუკრეფავი ყურძენი დეკემბრამდე ინახება, ხოლო დაკრეფილი — გაზაფხულამდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 214