ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნები (2012)

2012 წლის ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნები - ლიეტუვის სეიმის რიგით მეცამეტე არჩევნები, რომელიც გაიმართა 2012 წლის 14-სა და 28 ოქტომბერს. არჩევნების პარალლურად ტარდებოდა რეფერენდუმი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ.

‹ 2008 ლიეტუვის დროშა 2016 ›
ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნები
14-28 ოქტომბერი, 2012
პარტიის ლიდერი ალგირდას ბუტკიავიჩიუსი ანდრიუს კუბილიუსი ვიქტორ უსპასკიხი
პარტია სოციალ-დემოკრატიული პარტია ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ლეიბორისტული პარტია
მოსახლეობის ხმები 251,610 206,590 271,520
პროცენტი 18,37% 15,08% 19,82%
მანდატი 38 33 29
მმართველი პარტია არჩეული პარტია
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია სოციალ-დემოკრატიული პარტია

სეიმის 141 წევრიდან 71 აირჩეოდა მაჟორიტარული, ხოლო 70 პროპორციული წესით. პროპორციულ არჩევნებში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა „ლიეტუვის ლეიბორისტულმა პარტიამ“, რომელმაც ხმათა 20% მიიღო, თუმცა ჯამური შედეგებით სეიმის ყველაზე მეტი მანდატი მიიღო „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“.[1] სულ 8 საარჩევნო სუბიექტმა მოახერხა საპარლამენტო მანდატების მიღება.