ლიეტუვის პოლიტიკური პარტიები
ძირითადი პოლიტიკური პარტიები (2004):
- ლიეტუვის შრომის პარტია (Darbo Partija) - ლიდერი რუსი მულტიმილიონერი ვიქტორ უსპასკიხი.
- ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტია (Lietuvos Socialdemokratu Partija) - ლიდერი ლიეტუვის კომპარტიის ცკ-ს ყოფილი პირველი მდივანი და ყოფილი პრეზიდენტი (1992-1998) ალგირდას ბრაზაუსკასი.
- ახალი კავშირი (სოციალ-ლიბერალები) (Naujoji sąjunga (socialliberalai)) - ლიდერი არტურას პაულაუსკასი.
- კავშირი მამული (ლიეტუვის კონსერვატორები) (Tėvynės Sąjunga/Lietuvos Konservatoriai) - ლიდერი ანდრიუს კუბლილიუსი.
- გლეხთა კავშირი და პარტია ახალი დემოკრატები (Valstiečių ir Naujosios demokratijos partijų sąjungos) - ლიდერი ექს-პრემიერი კაზიმერა პრუნსკენე.
- წესრიგი და სამართლიანობა (ლიბერალ-დემოკრატები) (Liberalų Demokratų Partija) - ლიდერი როლანდას პაქსასი.
- ლიეტუვის პოლონური სახალხო პარტია.
2004 წლის საპარლამენტო არჩევნები
რედაქტირებაარჩევნების შედეგები (სულ - 141 ადგილი):
- შრომის პარტია - 39 მანდატი.
- სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ახალი კავშირის (სოციალ-ლიბერალები) კოალიცია - 31 მანდატი,
- კავშირი მამული - 25 ადგილი,
- ლიბერალთა კავშირი - 18 ადგილი,
- გლეხთა კავშირი და პარტია ახალი დემოკრატები - 10 ადგილი,
- ბლოკი წესრიგი და სამართლიანობა (ლიბერალ-დემოკრატები) - 11 ადგილი,
- ლიეტუვის პოლონელები - 2 ადგილი,
- დამოუკიდებელი - 5 ადგილი.