ლიეტუვის ზოოპარკი
ლიეტუვის ზოოპარკი, აგრეთვე ცნობილი როგორც კაუნასის ზოოპარკი — ერთადერთი ზოოპარკი ლიეტუვაში. მდებარეობს აზუოლინასის პარკში, სამხრეთ-დასავლეთ კაუნასში[1]. ზოოპარკის ფართობი 15.9 ჰა-ს შეადგენს. მისი შექმნის ინიციატივა 1935 წელს, ლიეტუველმა ზოოლოგმა თადას ივანაუსკასმა გამოთქვა. ლიეტუვის ზოოპარკი 1938 წლის 1 ივლისს გაიხსნა. ამ დროისთვის ზოოპარკში 40-მდე ცხოველი იყო წარმოდგენილი. 2009 წლის მონაცემებით, ზოოპარკში 2 800 მწერი, თევზი, ქვეწარმავალი, ამფიბია, ფრინველი და ძუძუმწოვარია[2].
გახსნის თარიღი | 1 ივლისი, 1938 |
---|---|
მდებარეობა | კაუნასი, ლიეტუვა |
ტერიტორიის ფართობი | 15.9 ჰა |
კოორდინატები | 54°54′05″ ჩ. გ. 23°57′05″ ა. გ. / 54.90139° ჩ. გ. 23.95139° ა. გ. |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Information about zoo“ (Lithuanian). Kaunas Zoo. ციტირების თარიღი: 2008-05-18. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ Kaunas – a city for zoo lovers. Baltic Times. ციტირების თარიღი: 2009-11-09.