ლიბიური ფუნტი
ლიბიური ფუნტი — 1951-1971 წლებში ლიბიის ვალუტა. ფუნტი იყოფოდა 100 ქირშად და 1000 მილიემესად.
ისტორია
რედაქტირებაროდესაც ლიბია წარმოადგენდა ოსმალეთის იმპერიის ნაწილს ის იყენებდა იმპერიის ვალუტას ქირიშს და 1844 წლამდე ადგილობრივ მონეტებსაც უშვებდა. 1911 წელს როდესაც ქვეყანა იტალიამ დაიპყრო, ბრუნვაში შევიდა იტალიური ლირა. 1943 წელს ლიბია გაყო საფრანგეთის და ინგლისის სამანდატო ტერიტორიებად. ამ დროს საფრანგეთის მანდატში გამოიყენებოდა ალჟირული ფრანკი ხოლო ბრიტანულ მანდატში ტრიპოლის ლირა.
1951 წელს ბრუნვაში შევიდა ფუნტი. 1 ფუნტი უდრიდა 480 ლირას და 980 ფრანკს.[1] ლიბიის 1969 წლის რევოლუციის შემდეგ 1971 წელს ფუნტი ჩაანაცვლა დინარმა.
მონეტები
რედაქტირებამონეტები გამოუშვეს 1952 წელს. 1, 2, 5 მილიმეს და 1, 2 პიასტრის ნომინალებით. 1965 წელს მონეტების მეორე სერია 1, 5, 10, 20, 50 და 100 მილიმეს კუპიურებით. ეს მონეტები ბრუნვას 1975 წლამდე აგრძელებდნენ რადგან 1971 წლის შემდეგ ახალი მონეტები არ გამოშვებულა.
ქაღალდის ფული
რედაქტირება1951 წელს გამოუშვეს 5, 10 პიასტრი და ¼, ½, 1, 5, 10 ფუნტის ქაღალდის კუპიურები. 1959 წელს ახალ სერიაში ლიბიის ცენტრალურმა ბანკმა გამოუშვა მხოლოდ ½, 1, 5, და 10 ფუნტის ნომინალის კუპიურები. 1963 წელს იგივე კუპიურების კიდევ ერთი სერია გამოვიდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-08. ციტირების თარიღი: 2012-11-20.