ლიატრისი[1] (ლათ. Liatris) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ცნობილია 50-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკაში. მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახოვანი მცენარეებია. აქვთ სწორად მდგომი, ძირითადად მარტივი, შეფოთლილი, 2 მეტრამდე სიმაღლის ღერო. ფოთლები ხაზური ან ვიწროლანცეტა, მჯდომარე, მორიგეობით განლაგებულია. ყვავილები მილისებრი, მოცისფრო-მეწამული, წითელი, თეთრი; პატარა კალათებად შეკრებილია გრძელ (0,7 მ-მდე) კენწერულ თავთავისებრ ყვავილედებში. ლიატრისი ზამთარგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა. ღია გრუნტში დეკორატიულ მცენარეებად ზრდიან თავთავიანი ლიატრისის (L. spicata) ფორმებს, რომლებიც გამოირჩევიან ყვავილობის ვადებით, სიმაღლითა და ყვავილების ფერით; აგრეთვე ზრდიან Liatris scariosa, Liatris aspera და სხვა სახეობებს. იყენებენ მიქსბორდერებში, ჯგუფურ ნარგავებში, მოსაჭრელად. ამრავლებენ ფესურების გაყოფით, იშვიათად თესლით.[2]