ლიანკა გრიუ
ლიანკა გეორგიევნა გრიუ (მოლდ. Leanca Grâu; რუს. Ля́нка Гео́ргиевна Гры́у; 18 წლამდე — ლიანა გეორგიევნა ილნიცკაია[1]; დ. 22 ნოემბერი 1987, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი.
ლიანკა გრიუ | |
---|---|
ლიანკა გრიუ 2009 წელს | |
მშობლიური სახელი | Leanca Grâu |
დაბადების სახელი | ლიანა გეორგიევნა ილნიცკაია |
დაბადების თარიღი |
22 ნოემბერი, 1987 მოსკოვი, რუსეთი |
მოქალაქეობა | რუსეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1992-დან დღემდე |
მშობლები |
მამა: გეორგე გრიუ დედა: სტელა ილნიცკაია |
საიტი | lyanka-griu.ru |
ბიოგრაფია
რედაქტირებალიანკა გრიუ დაიბადა 1987 წლის 22 ნოემბერს მოსკოვში. მამა - გეორგე გრიუ მოლდოველი მსახიობია, დედა - სტელა ვლადიმიროვნა ილნიცკაია. გრიუს მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, როდესაც ის ჯერ ბავშვი იყო და იმის მერე მამამის აღარ ჰქონდა კავშირი ოჯახთან.[2]
პირველად ფილმში გამოჩნდა ოთხი წლის ასაკში. იმ მომენტისთვის დედამისი ამთავრებდა თეატრალურ უნივერსიტეტს და ოთხი წლის ლიანკასთან ერთად ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში. ამ დროს ინსტიტუტის კულუარებში ლინკა შენიშნეს და შესთავაზეს ითამაშოს ერთ-ერთი რეჟისორის მოკლემეტრაჟიან ფიმში "მარტო", რომელიც რეი ბრედბერის ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს. ფილმმა დიდი რაოდენობით პრიზები მიიღო ევროპაში, ისევე როგორც მცირე ახალგაზრდა ფესტივალებზეც.[3]
იმ დროიდან ლიანკას იწვევდნენ ტელევიზიებში, როგორც საბავშვო გადაცემა „Тик-так“ წამყვანად (ოსტანკინოს არხი, 1992-1995), შემდეგ ამას მოჰყვა ფოტოსესიები (1995-1997, ბავშვთა ტანსაცმლის „Вертекс“ სახე), და ამის შემდეგ უკვე ფილმები.
მისი პირველი დიდი როლი შეიძლება ჩაითვალოს ბეკის როლი ფილმში "Маленькая принцесса" (1997, პატარა პრინცესა), რომელიც გადაიღო ვლადიმერ გრამატიკოვმა. ამ როლისთვის ლიანკამ მოსკოვის კინოფესტივალზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის ჯილდო მიიღო.
2000 წელს ლიანკა მონაწილეობა მიიღო ოლეგ პოგოდინის ფილმში „Триумф: Дневник Рыжего“. ფილმის თავისებურება იყო, რომ პატარა ბავშვებს უნდა ეთამაშად უფროსების როლი. მეორეხარისხოვანი მსახიობი ლიანკა გრიუ 13 წლის ასაკში უკვე თამაშობდა უფროსების როლს. მაგრამ ფილმი პროკატში არ გამოსულა.
გრიუ ახალგაზრდობაში მოიხმარდა ნარკოტიკებს,[4] ასევე სცადა თვითმკვლელობაც.[5]
18 წლის ასაკში ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში და ამ პერიოდში შეცვალა გვარი ილნისკიდან გრიუზე.[6] ფაკულტეტზე პირველივე ცდიდან ჩააბარა. სწავლისგან თავისუფალ დროს დაკავებული იყო ბალეტით და ფერწერით, ასევე მუშაობდა სხვადასხვა თეატრებში.
პოპულარობის პიკს გრიუ მიაღწია 2009 წელს, როდესაც გამოდის ორი ახალი ფილმი, სადაც გრიუ ასრულებს მთავარ როლს: „მუშკეტერების დაბრუნება ან კარდინა მაზარინის საგანძური“, სადაც დარტანიანის ქალიშვილის როლი შეასრულა და სერიალი „Барвиха“. დარტანიანის ქალიშვილის როლისთვის გრიუს მოუწია ორი თვე ფარიკაობით დაკავებული იყო.
ოჯახი
რედაქტირებალიანკას მამა - მსახიობი გეორგე გრიუ რამდენიმე წელი ცხოვრობდა კიშინიოვის უსახლკაროთა თავშესაფარში. ლიანკა და მისი სხვა ნათესავები არ ეკონტაქტებიან მას.[7][8] დედა - სტელა ილნიცკაია ასევე მსახიობია. გრიუს ასევე ჰყავს მსახიობი და - ვერონიკა.
2010 წელს ლიანკა გრიუ ცოლად გაყვა რეჟისორ და კომპოზიტორ მიხაილ ვაინბერგს,[9] რომლებიც ერთად ითამაშეს მთავარი როლი სერიალ „შენ გეძებ“ (Ищу тебя). 2011 წლის 20 თებერვალს წყვილს შეეძენათ შვილი მაქსიმი.[10]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1992 | ფ | მარტო | Один | კატია |
1996 | ფ | მესამე ვაჟი | Третий сын | უცნობია |
1997 | ფ | პატარა პრინცესა | Маленькая принцесса | ბეკი |
1998 | ფ | ვინ, თუ არა ჩვენ | Кто, если не мы | იროჩკა |
2000 | ფ | ტრიუმფი | Триумф | კატკა |
2001 | ს | გამომძიებელები-4 | Сыщики-4 | ლენა |
2001 | ფ | შიშველი სხეული | Обнаженная натура | ქსიუშა |
2002 | ს | მთავარი როლები | Главные роли | ნასტია |
2004 | ს | ჯეკპოტი კონკიასთვის | Джек-пот для Золушки | ნასტია |
2004 | ტფ | ' | ვიწრო ხიდი | |
2005 | ს | ოქროს ბიჭები | Золотые парни | ნიკა |
2005 | ფ | პოპსა | Попса | ლისიონოკ |
2005 | ს | განწირულია იყოს ვარსკვლავი | Обречённая стать звездой | ვიოლეტა |
2006 | ფ | სისხლიანი გზა | Кровавый круг | ნიკა |
2006 | ფ | ხულიგნები | Жулики | ნასტია |
2006 | ს | ნდობის სამსახური | Служба доверия | ლილია |
2007 | ს | აკრძალული სიყვარული | Запретная любовь | ალისა |
2007 | ფ | ცეცხლიდან და შუქიდან | Из пламя и света | კატია სუშკოვა |
2007 | ს | ექსპერტები | Эксперты | ინა |
2008 | ტფ | აკრძალული კარების ღამე | Ночь закрытых дверей | ალისა |
2008 | ტფ | შემოდი, ნუ გეშინია, გადი, არ იტირო | Заходи, не бойся, выходи, не плачь | სვეტა |
2009 | ფ | მუშკეტერების დაბრუნება ან კარდინა მაზარინის საგანძური | Возвращение мушкетёров, или Сокровища кардинала Мазарини | ჟაკლინი |
2009 | ტფ | ღალატის 9 ნიშანი | 9 признаков измены | ლენოჩკა |
2009 | ს | გამარჯვების ქარი, ნათელი დღე | Победный ветер, ясный день | ანა შევცოვა |
2009 | ს | კაპიტან ნემოვის გული | Сердце капитана Немова | ნასტია |
2009 | ს | სიყვარული და სიძულვილი | Любить и ненавидеть | ქსიუშა |
2009 | ს | ბარვიხა | Барвиха | ჟენია კოლესნიჩენკო |
2009 | ტფ | ოი დედა | Ой, мамочки | ოქსანა |
2009 | ს | ბინძური სამუშაო | Грязная работа | სვეტლანა სეროვა |
2010 | ტფ | შენ გეძებ | Ищу тебя | ბერთა |
2010 | ფ | მთვარის პირველი ღამე | Первая ночь луны | ტონია |
2010 | ს | სამხედრო დაზვერვა: დასავლეთის ფრონტი | Военная разведка: Западный фронт | სვეტლანკა |
2010 | ფ | 16 წლამდე ბავშვებისთვის | Детям до 16… | დარია |
2010 | ტფ | გულიდან გულამდე | От сердца к сердцу | ჟენია |
2011 | ს | ოქრო | Золотые | ჟენია კოლესნიჩენკო |
2011 | ფ | დუელი | Дуэль | ოლია |
2012 | ფ | სიყვარული | Любви целительная сила | ანია |
2013 | ფ | სპორტში მარტო გოგოგებია | В спорте только девушки | ჯეინი |
2013 | ს | ზღვარზე ქალები | Женщины на грани | კირა |
2013 | ფ | ' | დეტექტივი დედა | |
2013 | ს | მზვერავები | Разведчицы | ხრისია |
2013 | ს | შერლოკ ჰოლმსი | Шерлок Холмс | ირენ ადლერი |
2014 | ს | გზა სახლისკენ | Дорога домой | ნასტია ტარასოვა |
2014 | ს | ტესტი ფეხმძიმობაზე | Тест на беременность | ოლგა ალშანსკაია |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Лянка Грыу на сайте Peoples.ru
- ↑ Ar fi avut o alta soarta
- ↑ Лянка Грыу: «Зиму продержусь». Даже если лето[მკვდარი ბმული] // Известия ТВ
- ↑ Лянка Грыу. Льдинка в сердце — 7 дней
- ↑ Лянка Грыу. Льдинка в сердце — 7 дней
- ↑ Лянка Грыу — Знаменитости — Maximonline
- ↑ Gheorghe Grau a ajuns la un azil, dupa ce a baut bere cu primarul! Despre ce au discutat cei doi
- ↑ Gheorghe Grâu — tatăl lui Leanca Grâu / Георге Грыу — отец Лянки Грыу — YouTube
- ↑ Свадьба Лянки Грыу и Михаила Вайнберга: фотоотчёт
- ↑ Лянка Грыу показала своего новорождённого малыша (ФОТО)