ლიანა გზირიშვილი
ლიანა გზირიშვილი (დ. 9 მაისი, 1956, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1983–1990 წლებში იყო აკ.ე. ფიფიას სახელობის კლინიკური საავადმყოფოს რენტგენოლოგიური განყოფილების ექიმი–რენტგენოლოგი.1991–1995 წლებში სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილებაში უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1995 წლიდან განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება შუასაყარისა და ფილტვების ახალწარმონაქმნთა დიაგნოსტიკის საკითხებს.
1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი შუასაყარის ავთვისებიანი სიმსივნეებისა და კისტების დიაგნოსტიკაში.“
ჯილდოები
რედაქტირება- ამირან ჩაჩავას სახელობის პრემია
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 66